ალბათ, მხოლოდ მარტინ სკორსეზეს შეუძლია, 30-წამიანი რეკლამა 4-წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმად აქციოს. იმის ნაცვლად, რომ მარტივად აეხსნა, როგორ შეიძლება Squarspace-ზე ვებგვერდის აწყობა, კაცობრიობისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თემას შეეხო. მარტივად, უცხოპლანეტელებზე ფიქრით, ამის კრეატიულ კონცეფციად ქცევით დასვა ის საბაზისო კითხვები, რომლებიც ნებისმიერი საიტის აწყობას სჭირდება. აქვე ინტერნეტ სივრცისთვის შეუსაბამო იდეებიც გაუჩნდა, მაგრამ ის ხომ სკორსეზეა…
ასე იქცა Super Bowl 2024-ისთვის შექმნილი რეკლამა მოკლემეტრაჟიან ფილმად.