in

„მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის” გარემოსდაცვითი საქმიანობა

„მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი” უკვე 4 წელზე მეტია, სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს. ამავდროულად, ის აკვირდება რაიონში არსებულ სხვადასხვა პრობლემას და მისი მოგვარების გზებს სთავაზობს.

ერთ-ერთი ასეთი დაკვირვებით, ცენტრმა აღმოაჩინა, რომ ქუჩები ხშირად ნაგვიანდებოდა პლასტმასის ბოთლებით, რაც განსაკუთრებით შეინიშნებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგგილებში და იწვევდა ანტისანიტარიას. ცენტრის წევრებმა გადაწყვიტეს, შესაბამისი აქტივობები დაეგეგმათ და ჩაერთნენ CENN-ის კამპანიაში „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება”, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის მიმდინარეობისას გუნდმა დაიწყო ნარჩენების შეგროვება და ამას ყოველთვიური სახე მისცა. 4 წლის განმავლობაში სულ 150 კგ პლასტმასა მოგროვდა და გადაეცა გადამამუშავებელ ობიექტებს. თუმცა, გარდა ამისა, მარტყოფის ახალგაზრდულმა ცენტრმა დაიწყო ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების გატარებაც, რადგან პლასტმასის მოხმარების აღნიშნული რაოდენობა იმის მანიშნებელი იყო, რომ მოსახლეობაში საჭიროა მეტი ინფორმირებულობა პლასტმასის სწორი მენეჯმენტის შესახებ. პროექტში გუნდის გარდა ჩაერთნენ ადგილობრივი მოხალისეებიც.

ამ ვიდეოში ნინი ჯერენაშვილი მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის მიზნებსა და განხორციელებულ პროექტზე გვესაუბრება.

Lineate Georgia-ს ეკომეგობრული ოფისის სტრატეგია

რა ღირს მომხმარებლის კმაყოფილება?