Marvel-ის ერთ-ერთი ფილმის – „შურისმაძიებლების“ მეოთხე ნაწილის მორიგი ტრეილერი გამოქვეყნდა. „ზოგიერთმა ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება არჩია. მაგრამ ჩვენ არა“, – ამბობს ხმა ტრეილერში, პარალელურად კი დაცარიელებულ დედამიწას ვხედავთ… ტრეილერის მიხედვით, „შურისმაძიებლების“ ბოლო ნაწილში გამოჩნდებიან ენთ-მენი, S.H.I.E.L.D-ის აგენტი კლინტ ბარტონი და War Machine, რომელიც მესამე ნაწილში ბრძოლის ველზე არ გვინახავს. მოსალოდნელია, რომ EndGame-ში კაპიტანი მარველიც გამოჩნდება. თუ კადრებსა და ტრეილერის შინაარსს გავითვალისწინებთ, შურისმაძიებლები ბრძოლისთვის ემზადებიან.
„შურისმაძიებლების“ ფინალური ფილმის პრემიერა აპრილში გაიმართება.











