ამიერიდან მარველის კომიქსებზე განახლებულ ლოგოს ვიხილავთ — Marvel Comics. თუკი აქამდე მხოლოდ Marvel-ის სახით პოზიციონირებდა, ახლა უკვე ერთიანი ბრენდის სქემაში ჯდება, როგორც Marvel Studios და Marvel Animation. საკულტო ლოგოს გვერდით ორ ჰორიზონტალურ ხაზს შორის მოქცეული Comics გაჩნდა.
როგორც ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, გადაწყვეტილება კორპორატიული სინერგიისა და შემოქმედებითი ინდივიდუალობის გამო მიიღეს. კომიქსების ენაზე რომ ვთქვათ, ლოგო იქს-ადამიანების 1960-იანი წლების ვერსიას ჰგავს — როცა ყველა პერსონაჟს ერთნაირი სამოსი ჰქონდა… უკვე 1970-იანი წლებიდან კი ყველა მუტანტს უნიკალური კოსტიუმები შეუქმნეს.
საგულისხმოა, რომ Marvel Comics-ს ოდესღაც საკუთარი გამორჩეული ლოგო ჰქონდა. 1990 წლიდან 2000 წლამდე ის იყენებდა წითელ ლოგოს — აქ MTV-ის სტილის M იყო გამოყენებული. თანაც უფრო ანიმაციური ელფერი დაჰკრავდა, ნაცვლად სტატიკურობისა. დროთა განმავლობაში კომპანია მეტი ამბიციის გზას დაადგა და მხოლოდ კომიქსების გამომცემლობიდან სხვა ლანდშაფტებზეც გადაინაცვლა. ამიტომაც 2000 წლიდან მხოლოდ Marvel-ის სახით ვხედავდით მის ლოგოს.