in

Marvel-ის პირველი კომიქსის ეგზემპლარი $2.4 მილიონად გაიყიდა

Marvel-ის ისტორიაში პირველი კომიქსის ერთ-ერთი იშვიათი, ანოტირებული ასლი, აუქციონზე $2,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. წიგნი 1939 წელს, Marvel-ის წინამორბედმა – Timely Comics-მა გამოსცა. გასულის საუკუნის პირველ ნახევარში, მის შექმნაზე იმუშავეს ისეთმა არტისტებმა, როგორიცაა ბილ ევერეტი, კარლ ბურგოსი და პოლ გუსტავსონი. Certified Guarantee Company-მ (სერტიფიცირებული საგარანტიო კომპანია) ეგზემპლარი 10-ბალიანი სისტემიდან 9.2-ით შეაფასა, რაც მიანიშნებს, რომ ის იდეალურად ინახებოდა. უცნობმა კოლექციონერმა წიგნი რეკორდულ ფასში შეიძინა – მაქსიმალური ოდენობის თანხა, რაც იქამდე Marvel Comics N1-ში გადაუხდიათ, $1.26 მილიონს შეადგენდა.

Marvel Comics N1 მიგვანიშნებს, რომ Marvel-ის კომიქსები იქამდეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სანამ სტენ ლი საკულტო პერსონაჟებს გამოიგონებდა. ადამიანი ობობას, X ადამიანების, ფანტასტიკური ოთხეულისა თუ შურისმაძიებლების შექმნამდე, კომიქსების მოყვარულები თავს Human Torch-ის, Namor-ისა თუ The Submariner-ის სუპერგმირული ისტორიებით იქცევდნენ. სწორედ ამ გმირებს შეხვდებით Marvel Comics N1-ში, რომელიც თავდაპირველად 80 000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა. მოთხოვნა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ გამოცემული წიგნების რაოდენობა, მალევე გაიზარდა და 800 000-ს გადააჭარბა.

 

ადამიანის სისხლში პლასტმასას ნაწილაკები აღმოაჩინეს 

არტისტის ფანტომური ღრუბლები ფოტოებზე