in

Namor – „მარველის“ კომიქსების პირველი სუპერგმირი

Marvel – არ გაგიკვირდეთ, თუკი კომიქსებისა და ფენტეზის მოყვარულებს ამ სიტყვის ხსენებაზე თვალები ბავშვურად გვიციმციმებს. ესაა მთელი სამყარო, რომელიც ყველა „მარველისტს“ ერთ ენაზე ალაპარაკებს, მათი პერსონაჟების ფრაზებითა და იმ პატარა განუმეორებელი დეტალებით, „მარველის“ ფილმებში რომაა მიმოფანტული. Marvel-ის გულშემატკივრებს სასაუბრო არასოდეს გველევა და მათი სცენარისტების ოსტატობის მიღმა, განხილვისას საკუთარ წამოსახვასაც არ ვიშურებთ.

„მარველის“ სამყაროს პირველი სუპერგმირი Namor იყო. ის, ასევე, Sub-Mariner-ის სახელითაა ცნობილი. სუპერგმირი Marvel Comics-ის წინამორბედ გამოცემაში Timely Comics 1939 წელს გამოჩნდა. მისი ავტორი უილიამ ბლეიკ ევერეტია. თავდაპირველად, პერსონაჟი კომიქსების სასაჩუქრე წიგნისთვის შეიქმნა, თუმცა წიგნი არასოდეს გამოუციათ. პერსონაჟი პირველად, Marvel Comics #1-ში გამოჩნდა.

ჩანაფიქრის მიხედვით, Namor უფრო ანტიგმირად გვევლინება, რომელიც სხვა გმირებს უფრო დიდი სიკეთის მსახურების მიზნით ეწინააღმდეგებოდა. სუპერგმირი კომიქსების წიგნების ოქროს ხანის პერიოდში გამოჩნდა. ის გახლდათ Timely-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, კაპიტან ამერიკასთან და Human Torch-თან ერთად.

ნამორი მეზღვაური კაპიტნისა და წყალქვეშა მითიური სამეფო ატლანტისის პრინცესის მუტანტი შვილი იყო. ის ფლობდა „მარველის“ ჰომო მერმანუსის რასისთვის დამახასიათებელ წყლის სუპერძალას და სხვა უნარებთან ერთად, ფრენაც შეეძლო. წლების განმავლობაში, ნამორი კომიქსებში სხვადასხვა კონტექსტით ჩნდებოდა – ხან მტრულად განწყობილი ანტიგმირი იყო, ხან კეთილშობილურ ბუნებას ავლენდა, ხანაც შურისმაძიებელ დამპყრობელს განასახიერებდა. ის ხან Avengers-თან ერთად ჩნდებოდა სიუჟეტში, ხანაც Fantastic Four-თან, Invaders-თან, Defenders-თან, X-Men-თან და Illuminati-სთან.

ნამორის კინოფილმებში დანახვას გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდნენ. პერსონაჟი Black Panther: Wakanda Forever-ში გამოჩნდება.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

Ad Black Sea 2022 დასრულდა! როგორ ჩაიარა ფესტივალმა

საერთაშორისო მასშტაბები, რასაც SEU-ს სამაგისტრო პროგრამები ითვალისწინებს