24
Jul
2019

Marvel-ის მიერ შექმნილი ლოგო “ლოკისთვის”

24 Jul 2019

Marvel-ის ვერსია

რამდენიმე თვის წინ, “მარველმა” Endgame-ის შემდგომი პროექტების მთელი სერია დააანონსა. მათ შორისაა ცალკე ფილმი “ლოკიზე”, რომელიც “უსასრულო ომში” დაიღუპა. “მზაკვრობის ღმერთი” Marvel-ის ახალ ფილმში გამოჩნდება და მის როლს კვლავაც ტომ ჰიდლსტონი შეასრულებს. ახლახან, “მარველმა” ლოკის ბრენდინგის ნაწილი, მისი ლოგო გამოაქვეყნა. ქაოტური დიზაინის ვიზუალური იდენტობა სხვადასხვა დიზაინის სიმბოლოებს აერთიანებს და სიტყვა “ლოკის” ქმნის. ლოგოს, საზოგადოების მხრიდან, უკმაყოფილება მოყვა. ერთი მხარე ამბობს, რომ სიმბოლო ჟურნალიდან ამოჭრილი ასოებით შედგენილ სიტყვას ჰგავს, სხვებს კი, დიზაინერ BossLogic-ის მიერ შექმნილი ეს სიმბოლო მიაჩნიათ უფრო ღირსეულ ალტერნატივად.

BossLogic-ის კონცეპტი

განხილვა