8
Aug
2019

როგორ მოვხვდეთ სუპერგმირების სამყაროში? – “მინისო” Marvel-ის კოლექციის პრეზენტაციას მართავს

8 Aug 2019

მინისო იაპონური ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 80 -ზე მეტ ქვეყანაში, 3500 – ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი. საქართველოში მინისო 2016 წელს გამოჩნდა. “მინისო მალევე გახდა ქართველი მომხმარებლების ფავორიტი.  სიფერადე, კარგი განწყობა, მრავალფუნქციური და უცნაური პროდუქტები არის ის, რაც მინისოზე პირველად გვახსენდება. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მინისოში, დაგვეთანხმება, რომ ბრენდი ბევრ ისეთ პროდუქტს გვთავაზობს, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გვქონდა, თუმცა ახლა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა,” – ამბობენ ბრენდის წარმომადგენლები.

მრავალფეროვნებისთვის მინისო ხშირად თანამშრობლობს სხადასხვა ბრენდებთან როგორებიცაა, Pink Panther, We Bare Bears. Advanture times. ამ მხრივ, ყველაზე გამორჩეული 2019 წელი იყო. 13 მარტს მსოფლიომ პირველად იხილა, მარველის და მინისოს კოლაბორაციის შედეგად შექმნილი კოლექცია, რომელსაც განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ თითოეულ დეტალზე მინისოსა და მარველის დიზაინერები ერთობლივად მუშაობდნენ.  მინისოს და მარველის ახალი კოლექცია მოიცავს 3 000 – მდე სახეობის სხვადასხვა ნივთს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში MINISO X MARVEL კოლექცია ეტაპობრივად გამოჩნდა.

10 აგვისტოს კი, უკვე მინისო ჯორჯიამ დააანონსა დიდი ღონისძიება და მარველის სამყაროს ფანებს უხმო. შაბათს, 15:00 საათზე, მინისოს გალერია თბილისის ფილიალში სწორედ ამ კოლექციის პრეზენტაცია გაიმართება.

“პირველად საქართველოში მარველის სამყაროს კარს მინისო გვიღებს. თუ Marvel Universe გიყვარს და ბავშვობიდან ოცნებობდი ამ სამყაროში მოხვედრაზე, თუ ყველასთვის ნაცნობ გმირებთან ერთად გაიზარდე, უამრავი განსაცდელი და სიხარული მათთან  ერთად გამოიარე, მაშინ ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვო,” – ამბობენ მინისოში.

[R]

განხილვა