in

Marvel ფიტნეს აპლიკაციას უშვებს!

იგი სუპერ გმირებთან ერთად ვარჯიშს გთავაზობთ…

veon
veon

სირბილისას გამხნევება გჭირდებათ ხოლმე? თუ მარტო სირბილი გეზარებათ? ასეა თუ ისე, რას იტყოდით ყურსასმენებში ჰალკის ხმა რომ გესმოდეთ? Marvel ახალ მობაილ ფიტნეს აპლიკაციას Marvel Move-ს გვაცნობს — ვარჯიშის რუტინა იმერსიული აუდიო გამოცდილებით მარველის კომიქსების პოპულარულ პერსონაჟებთან ერთად!

აპლიკაცია Six to Start-თან კოლაბორაციით შეიქმნა, რომელიც, თავის მხრივ, პოპულარული ფიტნეს აპლიკაციის Zombies, Run!-ის თანაავტორია — მომხმარებლები დრამის მთავარი პერსონაჟები არიან და ზომბებს გაურბიან. მსოფლიოს მასშტაბით აპლიკაციას უკვე 10 მილიონი მოთამაშე ჰყავს… 

Marvel-ის ფიტნეს აპლიკაციაც მსგავსად მუშაობს, მომხმარებლებს კი 5 სიუჟეტიდან მოუწევთ არჩევანის გაკეთება: 

  • Thor & Loki: Asgard 5K Training — თორისა და ლოკის ხელმძღვანელობით 8 კვირის განმავლობაში 24-საათიან ხმოვან ვარჯიშს მიიღებენ. პროგრამა პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული, რათა სრული 5K-სთვის მოგამზადოთ;
  • X-Men: Age of ORCHIS — მსმენელები X-Men-თან ერთად მუშაობენ კრაკოაში, სადაც მათ მუტანტი უნდა დაამარცხონ. ისეთ პერსონაჟებს შეხვდებით, როგორებიცაა ვულვერინი, შტორმი, ჯინ გრეი და სხვა;
  • The Hulk: Hulkville — აქ მაღალჩინოსნებისგან გაქცევას გთავაზობენ ბრიუს და ბეტი ბანერებთან ერთად, რომლებიც ჰალკის დამალვას ცდილობენ;
  • Daredevil: Terminal Degree — მსმენელები, პრესტიჟული იურიდიული სკოლის სტუდენტების როლში Daredevil-ს ხვდებიან და კრიმინალური სამყაროს დამარცხებაში ეხმარებიან;
  • Doctor Strange and Scarlet Witch: In Dreams — აუდიო ტურს Doctor Strange და Scarlet Witch უძღვებიან, სადაც თქვენ უცნობი ადგილიდან თავის დასაღწევად დახმარება გჭირდებათ.

იმასაც გვეუბნებიან, რომ შემოთავაზებული ვარჯიშები ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვისაა — შეგიძლიათ აირჩიოთ სიარული, ძუნძული, სირბილი ან ეტლში ყოფნისას ადევნოთ თვალი თქვენს აქტივობას. აპლიკაცია სირბილის დროისა და მანძილის კონტროლის საშუალებასაც კი აძლევს მომხმარებლებს, რათა მათ ვარჯიშის ინტენსიურობა განსაზღვრონ.

მეტიც, Marvel Move როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის ზაფხულში იქნება ხელმისაწვდომი. მასზე წვდომას Six to Start–ის მომავალი ZRX აპლიკაციის საშუალებით მიიღებთ და წელიწადში იგი 74.99$ ეღირება. თუმცა Zombies, Run! 39.99$ ღირს…

მარველის გულშემატკივრებს კომიქსების სიუჟეტებთან სიღრმისეული კავშირი აქვთ, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ისინი ახალ თავგადასავლებს გამოცდიან იმ პერსონაჟებთან ერთად, რომლებსაც იცნობენ და უყვართ. მე საკუთარი ფიტნეს მოგზაურობა Zombies, Run! პროგრამით წლების წინ დავიწყე და შემიძლია ვთქვა, რომ Marvel Universe შესანიშნავ ხელშია, როცა საქმე ჩვენი გულშემატკივრებისთვის ფიტნესში ეპიკური თავგადასავლის შექმნას ეხება, — აცხადებს რაიან პენაგოსი, მარველის ვიცე-პრეზიდენტი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

BardAI-ს კოდირება შეუძლია — რას მოიცავს სიახლე?

მეცნიერებმა მაიას კალენდრის საიდუმლო ამოხსნეს — კვლევა