in

Marvel-მა X-Men-ის თრეილერი გამოუშვა

Marvel-ის ფანებისთვის ახალი ამბავი გვაქვს: X-Men ’97-ის ახალი ანიმაციური სერიები ოფიციალურ თრეილერს უშვებს, თუმცა თავადვეც ნახავთ, რომ აქ ახალი საერთოდ არაფერია… იმ კლასიკური ანიმაციური სერიების გაგრძელებაა, რომლებიც 5 სეზონის მანძილზე 1992-1997 წლებში გადიოდა Fox Kids-ზე. გარდა ძველი სტილისა და სთორითელინგის გაგრძელებისა, Marvel ნამდვილად ეხება მაყურებელთა ნოსტალგიებს — თრეილერი ძველი სატელევიზიო ჩვენებით იწყება…

BOG
BOG

ეს მიდგომა X-Men-ის დიდი ხნის გულშემატკივრებსაც აკმაყოფილებს და ამ პერსონაჟებს ახალ თაობასაც აცნობს.

თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Marvel წარსულს ამჟამინდელი გულშემატკივრების აღსაფრთოვანებლად იყენებს — 2021 წელს Spider-Man: No Way Home-ისთვის სპაიდერმენის დაბრუნება ვნახეთ ტობი მაგუაირის, ენდრიუ გარფილდთან და სხვა ბოროტმოქმედებთან ერთად, ხოლო 2022 წელს Multiverse of Madness-ში Professor X-ად პატრიკ სტიუარტი მოგვევლინა, ხოლო Mister Fantastic-ის ახალი ვერსია ჯონ კრასინსკმა შემოგვთავაზა…

Coca-Cola-ს კამპანია, როგორც „კულტურული არქივი“

ამასობაში, Apple Vision Pro ამერიკის შემდეგ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა და ამ ვირტუალური გამოცდილების მიღება ყველას შეუძლია