ალტავერსში „სიყვარულის სეზონი“ გრძელდება და მარველაძეების ეპოსის მეორე ნაწილიც უკვე შექმნილია.
ამჯერად,წამყვანი გმირი, 48 საათით გაუჩინარებული დედა, მართლაც გმირად გვევლინება და წინა სერიის ანტიგმირის ძველი ტექნიკით გამოტენილ სამყაროს, ახალ სიცოცხლეს სჩუქნის! თან ამ ყველაფერს რუსთავიდან წაღებული ალტას ტექნიკით აკეთებს!
საინტერესოა, რა იდეამ გაუნათა გონება საფიქრალზე ჩამომჯდარ კაპიტან მარველაძეს, რომელიც ისედაც მარტის საუკეთესო საჩუქარია დედისთვის?!
როგორ უნდა მივულოცოთ ქალბატონებს 8 მარტი ზედმეტი ზღაპრების გარეშე? — ამას Alta და მარკეტინგული სააგენტო Project Lab გვასწავლიან.
„სიყვარულის პირველი სეზონის გაგრძელება, ვფიქრობთ, სწორედ დედის დღეზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული და განსხვავებული, ახლებური იდეები მიეწოდებინა მაყურებლისთვის, მაგრამ ისიც შეეხსენებინა, რომ ტექნიკა ყოველთვის საუკეთესო საჩუქარია. სწორედ ამიტომ აქვს კამპანიას სლოგანი „აჩუქე ტექნიკა სიყვარულით““, — ამბობენ ალტაში.
მარველაძეების მონაწილეობით შექმნილი ჰოლივუდურ-ჰეროიკული ისტორიები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა და უკვე ტრადიციულად ამხიარულებს მომხმარებელს.
„გამოვიყენეთ ახალი, განსხვავებული მედიუმი და შევქმენით რეკლამა კადრირების მიხედვით“, — ამბობენ Project Lab-ში.
ალტაში ყველას გაზაფხული საჩუქრებითაა სავსე, მარველაძეების სერია კი შექმნილია მათთვის, ვისაც ბევრი ფიქრი არასდროს სჭირდება საუკეთესო საჩუქრის შესარჩევად!
კრედიტები:
სუპერ გმირი: შოთა არველაძე
მთავარი ხმა: რუსკა მაყაშვილი
ალტას გუნდი:
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი: ქრისტინე რიგვავა
მარკეტინგის ხელმძღვანელი: ლევან ბუხრაძე
გრაფიკული დიზაინერები: გიორგი გიგინეიშვილი, მია უთურგაული
სოციალური მედიის მენეჯერი: ბაჩანა ბოლქვაძე
კრეატიული სააგენტო და წარმოება: Project Lab • პროჯექტ ლაბი
ძმები რუსოები: ლაშა დ. კოტორი
არტ დირექტორი: ნუცა კაკულია
პროექტის დირექტორი: გიორგი ლოლუა
ექაუნთ მენეჯერი: ანა გიორგაძე
დიზაინერი: ლუკა სამხარაძე, ნუცა კაკულია, გოგი ჭაავა
პროდიუსერი: სანდრო ხუნძაყიშვილი
კადრირება: ქეთევან მაღრაძე
სამგანზომილებიანი არტისტი: გიორგი ჯინორიძე
მონტაჟი: ლაშა იმნაძე
მუსიკა & ხმის დიზაინი — ჰეიმა პროდაქშენი
განსაკუთრებული მადლობა ოთო მუმლაძეს, ჩვენს არარსებულ ჰოლივუდელ პარტნიორებსა და „ნიუკასლს“ ინსპირაციისთვის!
[R]