in

Marvel-მა სტენ ლის სახელის გამოყენების უფლება მიიღო

veon
veon

Marvel Studios სურდა, Marvel Comics-ის ყოფილი პრეზიდენტის სტენ ლის სახელის გამოყენებისთვის საჭირო უფლებები მიეღო. იგი 2018 წელს გარდაიცვალა… კონკრეტული უფლებების მოპოვება კი Marvel-ს აპლიკაციების ფართო სპექტრისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში უნდოდა. საბოლოოდ, გარიგება Marvel Studios, Stan Lee Univers, Genius Brands International-სა და POW-ს შორის გაფორმდა. 

ეს ლიცენზია Marvel-ს ლის სახელის, სურათის, ხმისა და ხელწერის გამოყენების საშუალებას მხატვრულ ფილმებში, სატელევიზიო შოუებში, Disney-ს თემატურ პარკებში, კრუიზებში და ისეთი ნივთების დამზადებისას აძლევს, როგორიცაა, სათამაშოები, ფიგურები, ტანსაცმელი თუ საკანცელარიო ნივთები. თუმცა ამას ვიდეო თამაშებსა და ვირტუალურ რეალობაში ვერ მოახერხებენ და ესეც შეთანხმების ნაწილია.

აქ მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რომ სტენ ლიმ მთავარი როლი ითამაშა ისეთი კომიქსების შექმნაში, როგორიცაა ადამიანი ობობა და შურისმაძიებლები. მისი ნამუშევრები ხშირად ბლოკბასტერებად იქცეოდა…

იმასაც აღიარებენ, რომ ლის სახელის გამოყენებისთვის საჭირო უფლებების მიღება მის ფილმებში დაბრუნებას არ ნიშნავს და მეტიც, გარდაცვლილი ადამიანების მიმართ მგრძნობელობაც უფრო მაღალია… აქ კი ენდი ჰეივარდი, Genius Brands-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ Marvel წარმატებას მაშინ მიაღწევს, როცა ლის მემკვიდრეობას გემოვნებით და ფრთხილად გამოიყენებს.

„ბალიში“: „საკმარისია, ერთხელ ჩაიძირო და მუდმივად გახსოვს ეს პირველი ემოცია“

„ვილი“: „ყველა შენაძენი, თბილისის ნებისმიერ მისამართზე, შეუზღუდავი რაოდენობით უფასოდ მიგვაქვს“