in

“Marvel-ური” მოტოციკლი Harley-Davidson–ისგან

თორით, ჰალკით, ადამიანი ობობათი, შავი ქვრივითა და რკინის კაცით შთაგონებულმა Harley-Davidson-მა, Marvel–თან თანამშრომლობით სუპერ მოტოციკლი შექმნა.

BOG

 

 

მოტოციკლის დიზაინი ძველი ღმერთებისა და თანამედროვე სუპერგმირების ფორმების მიხედვით არის შექმნილი. Marvel–ის კომიქსებს ისედაც მილიონობით მოყვარული ჰყავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ფილმების გადაღება დაიწყო და ნახატი გმირები ეკრანებზე გაცოცხლდა, “Marvelომანია” მთელ მსოფლიოს მოედო. მართლაც, Marvel–ის პერსონაჟები ყველგან არიან: სათამაშოების მაღაზიებში, ჟურნალებში, წიგნებში, შენობების კედლებზე… პატარები და დიდებიც, განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა, ამ გმირების გამოსახულებიანი მაისურებითა და აქსესუარებით დადიან, ახალ–ახალ ფილმებს კი სულმოუთქმელად  ელიან. ჩამონათვალს ახლა უკვე  Harley-Davidson–იც შეუერთდა. მოტოციკლი მართლაც ისეთია, რომ თავს ნამდვილ სუპერგმირად,  Marvel–ის რომელიმე განსაკუთრებულ პერსონაჟად გაგრძნობინებთ.

ახალი მოტოციკლის ვიდეორგოლმა გამოსვლისთანავე ათასობით ნახვა დააგროვა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავად მოტოციკლი რამდენ მყიდველს მოიზიდავს და ვინ იცის, იქნებ Marvel–ის სუპერ გმირებითა და Harley-Davidson–ის სუპერ მოტოციკლით შთაგონებულმა რომელიმე მყიდველმა თავი მართლაც იგრძნოს ნამდვილ გმირად.

AllCooks – პირველი ქართული iOS აპლიკაცია უსინათლოებისთვის iDevelopers-ისგან

ლეგენდარული როჯერ ფედერერის უცვლელი აქსესუარი – Mercedes SL