in

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი მარიამ (საშა) აქულაშვილი

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

მარიამ (საშა) აქულაშვილი – TBC ბანკის გრაფიკული დიზაინერი: მესამე კურსზე ვსწავლობდი და ძალიან მინდოდა სახატავი პლანშეტი, რის გამოწერასაც მაშინ თავი ვერ მოვაბი. იმ პერიოდში, სარეკლამო სააგენტო Betterfly-მ გამოაცხადა კონკურსი სტუდენტებისთვის, სადაც პრიზი Wacom Intuos Pro (ჩემთვის ჯადოსნური ჯოხი) და სტაჟირება იყო. გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო და თან ილუსტრატორი მესწავლა, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი. ბრიფის მიხედვით, უნდა შეგვექმნა ნაყინის შეფუთვა, რომელიც შუაზე გატეხვისა და გაზიარების საშუალებას იძლეოდა. დავხატე ესკიზი და youtube-ზე ნაპოვნი ილუსტრატორის  გაკვეთილების დახმარებით, ავაწყე ნაყინის შეფუთვა, რომელმაც გაიმარჯვა და ცოტა ხნით ამ სააგენტოს სტაჟიორი დიზაინერი აღმოვჩნდი.

ეს ნამუშევარი behance.net-ზე, ჩემს პორტფოლიოშიც ავტვირთე.
ცოტა ხანში Wacom-მა შემატყობინა, რომ ჩემი “ნაყინები” თავის გალერეაში განათავსეს.

Betterfly-ში მივხვდი, სარეკლამო სფეროში მუშაობა მომწონდა და დიზაინერობა ჩემთვის ყველაზე სახალისო სამსახური იქნებოდა. ჩემი შემდგომი მიმართულება პირველმა ნამუშევარმა განსაზღვრა.

„ამიერიდან, მეზობლები კლუბებს დედას აღარ აგინებენ“! – ქართველი წყვილის „ჩუმი” სტარტაპი

9 დეკემბერს, მსოფლიოს წამყვანი DJ – Maceo Plex თბილისში!