როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის პროგრესმა მასაჟის სფეროშიც შეაღწია — მინესოტაში მდებარე Mayo Clinic-ში რობოტი მასაჟისტი, EMMA გამოჩნდა. მასზე სინგაპურის რობოტიკის კომპანიამ, AiTreat-მა იმუშავა, როგორც თერაპიულ ტექნიკაზე სპეციალიზებულ მოწყობილობაზე.
როგორც შემქმნელები განმარტავენ, EMMA-ს კუნთების ტკივილის შემსუბუქება შეუძლია, რომელიც ზედმეტი დატვირთვისგანაა გამოწვეული. რობოტი ამჟამად გამოსაცდელ პერიოდს გადის, რათა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მის მიერ გაკეთებული მასაჟის ეფექტურობა შეამოწმონ. თანაც, მონაცემებს თუ დავეყრდნობით, აშშ-ში ქრონიკულ ტკივილების მასაჟისთვის შესაბამისი თერაპევტები არ არიან. ხოლო აღნიშნული რობოტი ე. წ. Tuina-ს ტექნიკას ფლობს — უძველეს მეთოდს, რომელსაც ჩინელი პრაქტიკოსებიც იყენებენ.

აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ EMMA დამოუკიდებლად არ შეასრულებს ყველაფერს — ამის ნაცვლად, მედპერსონალიც ჩართული იქნება მთელ პროცესში, რათა ერთობლივი ძალებით საუკეთესო შედეგი მიიღონ. თავის მხრივ, რობოტი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით იკვებება და შესაბამისი სენსორებიც აქვს, რათა მტკივანი ადგილები მარტივად ამოიცნოს.











