Maserati-ის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ავტომწარმოებელმა თავისი ცნობილი „სამკაპა“ ლოგოს განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. საიუბილეო ემბლემა გასულ კვირას გამოჩნდა – GranTurismo GT – სპორტქარის ლიმიტირებულ ვერსიაზე.
“110 ANNIVERSARIO”-ს სახელით, მოდელის სპეციალური გამოშვება სპეციალურად ბრენდის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა და გამოშვებულია ორი განსხვავებული სპეციფიკაციით, თითოეული 55 ერთეულის რაოდენობით.
იტალიური კომპანიის განცხადებით, „ამ ლიმიტირებული სერიის მთავარი უნიკალური მახასიათებელი არის ლოგო, რომელიც სპეციალურად იუბილესთვის შეიქმნა: სამკაპი, რომელსაც მოსდევს რიცხვი ‘110’ დახრილ მდგომარეობაში წარმოადგენს ბრენდის დინამიკურობასა და ინოვაციურ შესაძლებლობებს.
იგივე ლოგო გამოჩნდება Maserati-ის კიდევ ერთ ავტომობილზე, კერძოდ, Tipo Folgore ელექტრულ ერთადგილიანზე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს Formula E-ს მსოფლიო ჩემპიონატის მე-11 სეზონის პირველ რბოლაში, სან-პაულოში, ბრაზილიაში, 7 დეკემბერს.
სარბოლო ავტომობილი ტრასაზე გამოვა ახალი ლურჯი და ვარდისფერ-ოქროსფერი ვერსია, რომელიც გაფორმებულია 110 წლის იუბილეს ლოგოთი.
წყარო: logo-designer