in

Vogue Italy-სა Maserati-ის პერფორმანსი MC20-ის რეკლამისთვის

Vogue Italy-ის ეს ელეგანტური პერფორმანსი Maserati-ის მოდელ MC20-ის დიზაინითაა შთაგონებული. მასია დელ პრეტეს ქორეოგრაფიული ჩანაფიქრი, მოხდენილი ფორმებითა და ფერებით Maserati MC20-ის ალეგორიას წარმოადგენს. პერფორმანსი ავტომობილის მექანიკური ელემენტების მუშაობას გადმოსცემს.

საინტერესოა მოდელის ფერთა გამა, რომელთა სახელებიც ისევე გამორჩეულია, როგორიც ტონალობა: Bianco Audace – თამამი თეთრი, Blu Infinito – ღრმა ლურჯი, Nero Enigma – მისტიკური შავი, Grigio Mistero – იდუმალი ნაცრისფერი, Giallo Genio – გენიალური ყვითელი და Pocco Vincente – დიდებული წითელი. ამბის თხრობა სწორედ ამ ფერებზე დაყრდნობით შეიქმნა და Maserati-ის ბრენდის სრულიად ახალ მომავალზე საუბრობს.

რა რაოდენობის ძილი გვჭირდება?

3, 2, 1 – მოემზადეთ, „უძლეველი“ Toyota Tundra გზაშია!