in ,

ბათუმში დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე მაშველი დრონიც იზრუნებს

წელს ბათუმში, ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, მაშველი დრონიც იზრუნებს. აღნიშნულის შესახებ 15 ივნისს, ბათუმში საზღვაო სეზონის ოფიციალური გახსნისას გახდა ცნობილი. ღონისძიებაზე მაშველი დრონი წარადგინეს და მისი შესაძლებლობები საჯაროდ გამოცადეს. ის ამცირებს სამაშველო ოპერაციის დროს და ეფექტურია შტორმის პირობებში. შეუძლია 2.5 კილომეტრის მანძილზე, ზღვაში შესვლა. გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, ეს პირველი მაშველი დრონია, რომელიც საქართვეოში, შავი ზღვის სანაპიროზე გამოჩნდა.

დრონს 6 კილომდე ტვირთის აწევა შეუძლია და მისი მეშვეობით შესაძლებელია სამაშველო რგოლის დახმარების საჭიროების მქონე ადამიანამდე, სწრაფად მიტანა.

 

 

საქართველოს სიმბოლო World Rugby 2019 Japan-ზე

Willo – რობოტი, რომელსაც თქვენი კბილის ჯაგრისის ჩანაცვლება უნდა