in

ასტრონომებმა მასიური ვარსკვლავის აფეთქების კადრები დააფიქსირეს

აქამდე არასდროს დაფიქსირებულა წითელი სუპერგიგანტის სუპერნოვად ქცევის კადრი…

ისტორიაში პირველად ასტრონომებმა რეალურ დროში დააფიქსირეს წითელი სუპერგიგანტის სიცოცხლის დრამატული დასასრული. ისინი მასიური ვარსკვლავის სწრაფ თვითგანადგურებას და “უკანასკნელ” ტანჯვას აკვირდებოდნენ, ვიდრე II ტიპის სუპერნოვად გარდაიქმნებოდა.

ორი ტელესკოპის გამოყენებით, ჰავაის კვლევითმა ჯგუფმა, სრულიად უნიკალური მომენტი იხილა. “ეს არის გარღვევა იმის გაგებაში, თუ რას აკეთებს მასიური ვარსკვლავი სიკვდილამდე. აქამდე არასდროს დაფიქსირებულა წითელი სუპერგიგანტის სუპერნოვად ქცევის კადრი”, — აღნიშნავს უინ იაკობსონ-გალანი, NSF-ის მკვლევარი კალიფორნიის უნივერსიტეტში.

მკვლევართა გუნდმა სწრაფად აღმოაჩინა ძლიერი აფეთქება და ენერგეტიკული აფეთქების პირველივე სპექტრი დააფიქსირა, რომელსაც სუპერნოვა 2020tlf უწოდეს. ამისათვის მათ კეკის ობსერვატორიის დაბალი რეზოლუციის გამოსახულების სპექტრომეტრი (LRIS) გამოიყენეს. მონაცემებმა, აფეთქების დროს ვარსკვლავის გარშემო არსებული მკვრივი მასალის მტკიცებულება გამოავლინა.

ცხადია, ასტრონომებმა 2020tlf-ის მონიტორინგი აფეთქების შემდეგაც განაგრძეს. ღრმა გამოსახულებისა და მრავალობიექტური სპექტროგრაფის (DEIMOS) და კეკის ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით, მათ წითელი სუპერგიგანტის წინამორბედი ვარსკვლავი დაადგინეს, რომელიც NGC 5731 გალაქტიკაში მდებარეობს.

აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს წინა მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება წითელი სუპერგიგანტები აფეთქებამდე. მაგალითად, ამ მეცნიერთა თქმით, ამ ვარსკვლავთაგან ზოგიერთმა მათგანმა მაინც უნდა განიცადოს მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც გაზის ძლიერ აფეთქებას იწვევს.

“მეტი მსგავსი მოვლენის აღმოჩენა მკვეთრად იმოქმედებს იმაზე, თუ როგორ განვსაზღვრავთ ვარსკვლავური ევოლუციის ბოლო თვეებს. გავაერთიანებთ დამკვირვებლებსა და თეორეტიკოსებს, რათა ამოხსნან საიდუმლო, როგორ ატარებს მასიური ვარსკვლავი სიცოცხლის ბოლო მომენტს”, — აღნიშნავს იაკობსონ-გალანი.

როგორ გავარჩიოთ დეპრესია გადაღლილობისგან?

Noizy – ქართული PR და მარკეტინგული სააგენტო მოდის სფეროში