Maskborn კრაფტ ლუდის ბრენდია, რომელიც უძველესი რიტუალის, რომაული მისტიკისა და მონასტრის საიდუმლოებების შერწყმის შედეგად დაიბადა. შედეგად ბრენდინგიც ისეთივე საინტერესოა, როგორც თავად ეს აღწერილობა. თამამ, ნიღბის მსგავს სიმბოლოზეა ორიენტირებული, რაც ფარული იდენტობისა და წმინდა ტრადიციის სიმბოლოა, ახლა კი ასე ძლიერ ვიზუალურ მითოლოგიას ქმნიან, რომელიც მთლიანი პროდუქტის გამოცდილების ტონს განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ შეფუთვა თანამედროვე პრემიუმ კლასის ლუდის მომხმარებლებისთვისაა შექმნილი, რომლებიც ესთეტიკურ ნარატივსა და ოსტატობის ხარისხს აფასებენ. ვერ ვიტყვით, რომ მინიმალისტურია, თუმცა მითიური პერსონაჟებით მაინც ახერხებს მომხმარებელთა დაინტერესებას.
ანტიკური ეპოქით შთაგონებული ტიპოგრაფიით და გამორჩეული სიმბოლიზმით კი Maskborn-ის იდენტობა პორტალს ემსგავსება, რომელიც მომხმარებლებს ბნელი კრაფტ კულტურისკენ იზიდავს: