in

თბილისში „მასპინძელოს“ ახალი, Express ფილიალი გაიხსნა!

სიტყვა „მასპინძელი“ შუა საუკუნეებს უკავშირდება, როდესაც ირანისა და ბიზანტიის იმპერიის დამაკავშირებელი გზა საქართველოზე გადიოდა. გზაზე განთავსებულ პატარა სასტუმროებში, „ფუნდუკებში“ მგზავრებს შესაძლებლობა ჰქონდათ წაეხემსათ და ცხენები დაესვენებინათ.

სასტუმროს მეპატრონე დანაყრებულ ცხენებს შეძახილით „ასპინ – ჯა“ მიგვრიდა მგზავრებს, რაც სპასრსულად  ნიშნავს „ცხენი მოვიდა“. აქედან შეიქმნა ტოპონიმი „ასპინძა“ და სასტუმროს ეწოდა. ხოლო სასტუმროს მეპატრონეს, ქართული ენის მაწარმოებელი თავსართ-ბოლოსართის დართვით „მასპინძელი“ დაერქვა. აქედან მივიღეთ ქართული სტუმართმოყვარეობის აღმნიშვნელი სიტყვა „მასპინძელი“.

სწორედ, ეს ისტორია დაედოო საფუძვლად ბრენდს „მასპინძელო“, რომლის მთავარი ღირებულება ქართული, ტრადიციული ელემენტების თანამედროვე ცხოვრებაში გადმოტანა და დამკვიდრებაა.

„მასპინძელო“, M|group-ის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული რესტორანია, რომელიც 2008 წლიდან ძველ თბილისში მასპინძლობს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს.

28 მარტს, ვერაზე, გ. ახვლედიანის 20-ში (ყოფილი პეროვსკაის ქუჩა) მასპინძელოს ახალი ფილიალი გაიხსნა.  როგორც კომპანიის წარმომადგენლები გვპირდებიან, უახლოეს პერიოდში გაიხსნება ახალი ფილიალები ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თბილისის სხვა უბნებში და ქვეყნის რეგიონებში.

რესტორნის კონცეფცია სწრაფ (Fast-casual) მომსახურეობაზეა აგებული და სტუმრებს სთავაზობს ადგილობრივი პროდუქტებით დამზადებულ ქართულ ტრადიციულ კერძებს.

ასევე, ინტერიერიც და ინვენტარიც სრულად ქართული ნაწარმია, რითიც კომპანია ქართულ წარმოებას უჭერს მხარს.

M|group რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია 14 წლის მანძილზე წარმატებით საქმიანობს   ქართულ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში.

ფოტოგრაფები:

ხატია ჯუდა ფსუტური
ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

[R]

მოიპოვეთ სრული დაფინანსება ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში IB პროგრამებზე სწავლისათვის!

დიორის სუნამოებისთვის შექმნილი ბოტანიკური სკულპტურები