in

Massimo Dutti-მ ლოგო განაახლა

Massimo Dutti მსოფლიოში აღიარებული ტანსაცმლის ბრენდია, რომელმაც, გაზაფხული/ზაფხულის კოლექციასთან ერთად, განახლებული ლოგო წარადგინა. წინა ვერსია 90-იან წლებში შეიქმნა და „ხელგაკრული“ სტილით გამოირჩეოდა — ელეგანტურობასა და მემკვიდრეობის პატივისცემას შეესაბამებოდა. ამჟამინდელი განახლება კი უფრო მარტივ მიდგომას ეფუძნება — მკაფიო, სწორი შრიფტით, სუფთა ხაზებითა და თანმიმდევრულობით. მართალია, ოდნავ ხელნაწერ იერს უნარჩუნებს, მაგრამ მოდის ჟურნალის ელფერსაც იძენს.

BOG
BOG

როგორც ჩანს, ამგვარი მოდერნიზაცია თანამედროვე აუდიტორიაზე გადართვას გულისხმობს. „გვჯერა დახვეწილი ელემენტებისა და ცვლილებების პოტენციალის“, — განმარტავს ბრენდი. ცხადია, ეს ლოგო მასიმო დუტის ხასიათში ზის, მაგრამ საზოგადოებაში მაინც არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. სუფთას, ნეიტრალურსა და თანამედროვეს კი უწოდებენ, მაგრამ ძველ ვერსიას ამჯობინებენ, რადგან უფრო ავთენტურად და ორიგინალურად მიიჩნევენ.

გარდა ახალი ლოგოს წარდგენისა, Massimo Dutti აპირებს გამოავლინოს განახლებული მაღაზიის ინტერიერის დიზაინი და მეტად ფოკუსირდეს ვიზუალურ თხრობაზე საკომუნიკაციო არხებში.

რატომ გვშია ჭამის შემდეგ? — კვლევა

Ikea-მ „უხილავი“ კოლექცია გამოუშვა