„ოცნებები ხდება!
„მაიამი ედ სქულში“ სწავლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, თუ სიახლეებს ეძებ და ფიქრობ, ვიღაცისთვის რაღაცის შეცვლა შეგიძლია. Სკოლამ შესაძლებლობა მომცა, გამეცნო და მესწავლა სხვა კულტურის მქონე ქვეყანაში. ახლა კი წინ სტაჟირება მელის – მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოში, ტოკიოში – wunderman thompson-ში“.
ეს Miami Ad School Tbilisi-ს პირველი ნაკადის სტუდენტის, მაკო ბერგმანის (ჭოველიძე) შთაბეჭდილებებია კრეატიულ სკოლასთან დაკავშირებით. მეორე სტუდენტი კი – ნატალია ქურხულია, ამავე სკოლამ შესაძლებლობა რომ მისცა, მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს და ბერლინში, კრეატიულ სააგენტო Jung Von Matt Spree-ში, სტაჟიორის სტატუსით, ნამდვილ ბრიფებზე იმუშაოს.
მანამდე კი, მაკოსა და ნატალიას ქართულ-ბერლინული გამოცდილების შესახებ, უფრო ვრცლად მოვყვეთ:
გადაწყვეტილება
მაკო: მიმდინარე რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ, რომელიც გრაფიკულ დიზაინსა და ასევე, ფოტოგრაფიაში მქონდა, უფრო მეტის სწავლისკენ მიკრა ხელი. თან ჩემს სურვილს თბილისში „მაიამი ედ სქულის“ გახსნაც დაემთხვა, რაც მყისიერად დამეხმარა, გადაწყვეტილება მიმეღო – განაცხადი შევავსე, გასაუბრება გავიარე და არტ დაირექშენის მიმართულება ავირჩიე.

ნატალია: მე კოპირაიტინგი ავირჩიე. მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში გამოცდილება არ მქონია, გარკვეულ ტექსტებსა და სტატიებზე მუშაობა მიწევდა და ვფიქრობდი (და სხვებიც ფიქრობდნენ), რომ გამომდიოდა. Შესაბამისად, მიმართულების არჩევა არ გამჭირვებია.
ტრანსფორმაცია
ნატალია: Შეიძლება ითქვას, რომ აქ სწავლამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. სრულიად სხვა სფეროში მომიწია გადასვლა და საკუთარი ძალების მოსინჯვა, რაც არცთუ მარტივი გადასადგმელი ნაბიჯია. თუმცა მიმაჩნია, რომ ის განათლება და გამოცდილება, რომელიც სკოლაში ჩაბარებამდე მქონდა, აუცილებლად გამომადგება როგორც იდეების მრავალფეროვნების კუთხით, ასევე გარკვეული კვლევებისა და თუნდაც, დისციპლინის თვალსაზრისით.
მაკო: თავიდანვე, დაახლოებით, გააზრებული მქონდა შედეგად ის რადიკალური ცვლილება, რომელიც ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. კი, კი, ასეა. უცებ ყველაფერი თავდაყირა დგება იმიტომ, რომ წარმოუდგენლად მაგარ რაღაცებზე ფიქრი და შემდეგ კეთება გიწევს.
უკუკავშირი
მაკო: ცოტა ზოგადი ნათქვამია, მაგრამ უფრო მეტად გავიზარდე და მეტი მიზანი და გეგმა გაჩნდა. აქ ყოველდღე ცდილობ, ახალი ისწავლო, ახალი შექმნა, იდეა იპოვო, შემდეგ მასზე იმუშაო და აღასრულო – ეს ერთ დიდ თავგადასავალს ემსგავსება, რომელშიც ზოგჯერ იკარგები, თუმცა კი, პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს.
ნატალია: გამომდინარე იქიდან, რომ „მაიამი ედ სქული“ არ არის სკოლა ტრადიციული გაგებით, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მასწავლა, არის სწორი მიმართულებით ფიქრი. გარდა ლექტორების მიერ მოწოდებული მასალებისა თუ უკუკავშირისა, რაც საკუთარი იდეის დახვეწაში ძალიან მეხმარებოდა, ასევე ბევრი ვისწავლე ჩემი ჯგუფელებისგან, ვინაიდან ყოველთვის საინტერესოა სხვისი პერსპექტივიდან იმავე პრობლემის გადაჭრის განსხვავებული გზების გაცნობა.

Miami Ad School სარეკლამო ინდუსტრიისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სკოლაა. 2020 წლიდან, Miami Ad School Tbilisi საერთაშორისო ქსელის სრულფასოვანი წევრია და შესაბამისად, სტუდენტები სარგებლობენ იმ გლობალური ეკოსისტემით, რომელსაც ეს სკოლა მომხმარებლებს სთავაზობს.
Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას – არტ დაირექშენისა და კოპირაიტინგის მიმართულებით სთავაზობენ.
ორწლიანი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები 1 წელს კახა ბენდუქიძის კამპუსში ატარებენ და მომდევნო 1 წელი – პრაქტიკებზე მიემგზავრებიან Maiami Ad School-ის ქსელში გაწევრიანებულ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში: 360I, GREY, JWT, OGILVY, PEOPLE IDEAS & CULTURE, R/GA, SAATCHI, TBWA, FACEBOOK და სხვა. ბოლო კვარტალს კი, სტუდენტები ბერლინის სკოლის კამპუსში მუშაობენ სადიპლომო ნამუშევარსა და პორტფოლიოს შეკვრაზე.
Miami Ad School-ის ოქტომბრის ნაკადის სასწავლო პროგრამაზე მისაღებად, აპლიკაციების გაგზავნა 2021 წლის 10 სექტემბრამდეა შესაძლებელი.