Mastercard-მა ახალი კამპანიით #StartSomethingPriceless გადაწყვიტა გაერკვია, რამდენად შეეძლო ფეხბურთს სხვადასხვა მიზეზის, თუ პრობლემის გამო დაყოფილი საზოგადოების გაერთიანება. აქტივობაში მონაწილეობისთვის კომპანიამ სააგენტო McCann-თან და ლეგენდარულ პელესთან თანამშრომლობით, 22 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მოიწვია. სტუმრებს ერთმანეთთან მხოლოდ 2 რამ აერთიანებდათ: ამ სპორტისადმი დამოკიდებულება და თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტული სიყვარული. Mastercard-მა კამპანიაში მონაწილე ადამიანებისგან 2 გუნდი ჩამოაყალიბა, მათ ერთმანეთის პირისპირ ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე უნდა ეთამაშათ. გამარჯვებულ გუნდს ბრენდმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ბილეთები აჩუქა. Mastercard-ის კამპანიის შედეგი მართლაც საინტერესო აღმოჩნდა, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა და განსხვავებული შეხედულებებისა, თამაშის დროს ყველა ერთი დიდი მეგობრული გუნდის ნაწილად იქცა.