in

Mastercard განაგრძობს ქართველი პარტნიორების მხარდაჭერას ევროპის ბაზარზე

50%-იანი ქეშბექი ბერლინის „8000 მოსავალში“ Mastercard-ით გადახდისას

Mastercard-ის ერთგულმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ ხშირად შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა საინტერესო, ნამდვილად შეუფასებელი შეთავაზებით. Mastercard-ისთვის, მომხმარებლებთან ერთად, პარტნიორებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანები არიან. მათთან თანამშრომლობის გაძლიერება და ახალი წამოწყებების ხელშეწყობა კომპანიის მთავარი ამოცანაა, თანაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამჯერად Mastercard განსაკუთრებულ პარტნიორთან, „8000 მოსავალთან“ ერთად სთავაზობს მომხმარებლებს შეუფასებელ გამოცდილებას.

იმოგზაურე შემოდგომის ბერლინში, ესტუმრე „8000 მოსავალს, გადაიხადე Mastercard-ით და მიიღე 50%-იანი ქეშბექი. ისიამოვნე ქართული ღვინის განუმეორებელი გემოებით და შექმენი შეუფასებელი მომენტები

ღვინის მოყვარულები კარგად იცნობენ „8000 მოსავალს. ესაა ადგილი, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადგილობრივი თუ ტურისტი სტუმრობს და აგემოვნებს საოჯახო მარნებისა თუ მსხვილი საწარმოების ყველაზე ხარისხიან ღვინოებს. ყველამ იცის, რომ „8000 მოსავალშიღვინის ყველაზე დიდი არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასებია. ესაა ადგილი, სადაც თითოეული საღამო განუმეორებელი გამოცდილებაა. რამდენიმე თვის წინ ღვინის მაღაზია და ბარი გლობალურ ბაზარზე გავიდა და პირველი მაღაზია ბერლინში გახსნა. Mastercard-მა კი „8000 მოსავლის, ამჯერად უკვე როგორც გლობალური ბრენდის, მხარდაჭერა გადაწყვიტა.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში:მოხარულები ვართ, რომ „8000 მოსავალი, გამორჩეული ქართული ღვინის ბარი და მაღაზია, Mastercard-ის პარტნიორია. ეს თანამშრომლობა გრძელდება ბრენდის განვითარებასთან ერთად და ჩვენს მომხმარებლებს ამჯერად ბერლინში ვთავაზობთ შეუფასებელ გამოცდილებას. თითოეული ქართული კომპანიის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ხომ სასიხარულო მოვლენაა, თუმცა Mastercard-ში განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ჩვენი პარტნიორების წარმატებას. „8000 მოსავლისბერლინში გახსნა გულისხმობს არა მხოლოდ კომპანიის ზრდას, არამედ ქართული 8000-წლიანი ისტორიის პოპულარიზაციას. სწორედ ამიტომ, Mastercard ამ თანამშრომლობით განსაკუთრებით ამაყობს

სახელწოდება „8000 მოსავალიქართული ღვინის ისტორიასყვება. საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა — 8000-წლიანი მოსავლის ქვეყანა. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ჩაიძიროთ დახვეწილი ღვინის სამყაროში, იზეიმოთ მრავალწლიანი მემკვიდრეობა და აღმოაჩინოთ ქართული ღვინის შეუფასებელი გამოცდილება.


Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ის მართავს მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

[R]

როგორ შეუძლიათ ქართულ კომპანიებს SAP-ის პროდუქტების გამოყენება?

ნახეთ: როგორ გადაიქცა ნარჩენები ქანდაკებებად