in

Mastercard-ის ახალი აქცია – შეუკვეთე „კარფური“ „ვოლტით“ და ისარგებლე უფასო მიტანით

„Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი საქართველოში, აგრძელებს სწრაფვას ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემცირებისკენ, მსოფლიო მასშტაბით და ამ მიზნით მომხმარებელს, გამუდმებით სთავაზობს ციფრულ ინოვაციებსა და გადახდის ახალ მეთოდებს“.

BOG
BOG

ამჯერად, კომპანია ისეთ ბრენდებთან გაერთიანდა, როგორებიცაა  Wolt და Carrefour. აღსანიშნავია, რომ Carrefour სულ ახლახან დაემატა Wolt-ზე და მომხმარებელს, ამიერიდან, შეუძლია, მიიღოს1000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია, სურსათი, ხილ-ბოსტანი და ჰიგიენური საშუალებები, სახლიდან გაუსვლელად.

6 ნოემბრიდან, Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები თბილისსა და ბათუმში,  უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის კომპანიების პირველი კოლაბორაცია – COVID-19 პანდემიის დასაწყისში, საგანგებო მდგომარეობის დროს, Mastercard და Wolt გაერთიანდნენ და მომხმარებელს, უფასო მიტანის სერვისი შესთავაზეს.

ხოლო, რამდენიმე თვის წინ, Mastercard და Carrefour ქალაქ თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ხანდაზმულ ადამიანების დაეხმარნენ – Carrefour-ის ნებისმიერ ფილიალში, 1 თვის განმავლობაში, Mastercard-ით გადახდილი თანხის ნაწილი, მარტოხელა მოხუცების დახმარების ფონდში გადაირიცხა.

Mastercard-ის შესახებ

მასტერქარდი“ ((NYSE: MA), არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში.

„ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. „მასტერქარდის“ პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა: შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბებიEngagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)“.

 

[R]

როგორ გამოვნახოთ “საკუთარი დრო” დატვირთულ გრაფიკში?

„კარფური“ უკვე „ვოლტზეა!“