in

Mastercard-მა ნეიმარის მონაწილეობით სარეკლამო კამპანია შეაჩერა

Mastercard-მა ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარის მონაწილეობით სარეკლამო კამპანია შეაჩერა. ბრენდის განმარტებით, გადაწყვეტილება ფეხბურთელს მიმართ წაყენებული ბრალდების გამო მიიღეს – გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენმა პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში ქალზე იძალადა.

BOG
BOG

ბრენდის წარმომადგენლებმა, ბრაზილიურ გამოცემებთან საუბრისას განაცხადეს, რომ კამპანიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ გამოძიება ოფიციალურად დაადგენს ფეხბურთელის უდანაშაულობას.

თავად ნეიმარი ბრალდებას უარყოფს. ფეხბურთელმა სოციალური ქსელით ვიდეო – მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უდანაშაულოა და მხოლოდ სიტუაციის მსხვერპლია.

მსოფლიოს მასშტაბით, წლების მანძილზე ნეიმარი, 30-ზე მეტი კომპანიის სახე და ამბასადორი იყო. მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომპანიების McDonald’s Corp და Procter & Gamble Co’s Gillette (მათ ფორვარდთან კონტრაქტი 2018 წელს გააფორმეს) წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფეხბურთელთან მიმდინარე ხელშეკრულებები არ აქვთ.

 

“ახალი თაობის წყალი” – კობის ვიდეორგოლი

Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას 18 ივნისს წარადგენს