in

Mastcercard-ისა და Pay.ge-ს აქცია: გადაიხადე საკომისიოს გარეშე

ლიბერთის ონლაინგადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან – 2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა განხორციელდება საკომისიოს გარეშე.

წელს ამ აქციას განსაკუთრებული სიახლე დაემატა: კომუნალურების, ინტერნეტისა და მობილური კავშირის გადასახადების დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ მომხმარებლები არა მხოლოდ ნებისმიერი ქართული, არამედ უცხოური Mastercard ბარათითაც.

Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წელს, მომხმარებლებს შევთავაზეთ Pay.ge-დან ნებისმიერი სერვისის გადახდა ნულოვანი საკომისიოთი.

მომხმარებლებისგან პოზიტიური უკუკავშირის მიღების შემდეგ გადავწყვიტეთ კამპანიის განახლება და დღეიდან PAY.GE-ს ყველა სერვისზე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდა საკომისიოს გარეშე.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ მომხმარებლებისთვის მომსახურების მიღების პროცესი ყველა არხში”, – დავით მესხიძე, ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი.

„Mastercard, როგორც ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, ხელს უწყობს უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო აქციას Pay.ge-სთან ერთად და ხელს ვუწყობთ Mastercard-ის ქართული და უცხოური ბარათების მფლობელებს, მარტივად და სწრაფად, თანაც საკომისიოს გარეშე გადაიხადონ ნებისმიერი გადასახადი ონლაინ სივრცეში”, – დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ იყენებდა Google საპირველაპრილო ტყუილებს?

როცა ბრენდის სახელს ვერავინ წარმოთქვამს სწორად…