Mastercard და SKA • სკა დამეგობრდნენ! ერთგულ მომხმარებლებს, უამრავ სხვა გამორჩეულ შეთავაზებასთან ერთად, ახლა უკვე სკას ყველა ფილიალში, თიბისი კონცეპტით გადახდისას, 20%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ.
ჯანსაღი კვებისა და გემრიელი, სწრაფი ლანჩის მოყვარულებისთვის SKA დიდი ხანია საყვარელი ბრენდი გახდა და შეცვალა შეხედულება: ჯანსაღი კვება აღარ ასოცირდება მოსაწყენ, ერთფეროვან, უგემურ საკვებთან. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი სალათები, სენდვიჩები, წვენები, ყავა, ტკბილეული… ადამიანების დატვირთული ყოველდღიურობის აუცილებელი და სასიამოვნო ნაწილი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სკაში გადახდები სრულად უნაღდო ანგარიშსწორებით ხორციელდება. მომხმარებლებს შეუძლიათ ანგარიშსწორება საბანკო ბარათის, Apple Pay ან Google Pay სისტემებით მოახდინონ. ეს უსაფრთხო და ეფექტური საგადახდო ტექნოლოგიები მათ სამომხმარებლო გამოცდილებას კიდევ უფრო აუმჯობესებს.
უნაღდო ანგარიშსწორების ხელშეწყობა და წახალისება გლობალური ფინანსური ბრენდისთვის Mastercard დიდი ხანია მთავარ პრიორიტეტად იქცა. მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი ადამიანი იხდის ბარათით და მობილური ტელეფონით Google Pay და Apple Pay გადახდის სისტემების მეშვეობით.
საქართველო უნაღდო ანგარიშსწორების მაჩვენებლით ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, ამას ადასტურებს ისიც, რომ სულ უფრო მეტი კერძო ობიექტი გადადის ანგარიშსწორების ამ სისტემაზე.
„ჩვენი მიზანია, წავახალისოთ უსაფრთხო, მოსახერხებელი და ინოვაციური გადახდის მეთოდები გლობალურად და ამავდროულად მოვერგოთ თითოეული პარტნიორისა და ბარათის მფლობელის სურვილებსა და პრეფერენციებს. ამ თანამშრომლობის შემთხვევაში, გვიხარია რომ ეს სამივე პუნქტი ხაზგასმული გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, კიდევ უფრო მეტი ბენეფიტი შევთავაზოთ სკასთან და პარტნიორ ბანკებთან ერთად ჩვენს მომხმარებლებს”, – დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში.
Mastercard-ისა და თიბისი კონცეპტის ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებლებს 30 აპრილის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, სკას ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ.
[პარტნიორის კონტენტი]