in

Mastercard და Wolt უფასო მიტანის კამპანიას იწყებს

Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან  გამომდინარე, Mastercard და მისი პარტნიორი Wolt ერთიანდებიან და დღეიდან  Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს ნებისმიერ შეკვეთას სრულიად უფასოდ მიუტანენ. მიტანის საფასური მათ აპლიკაციის ანგარიშზე დაუბრუნდებათ.

 

Mastercard-ის რეგიონული დირექტორი, იგორ სტეპანოვი  აღნიშნავს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა ბიზნესმა გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაეხმაროს საზოგადოებას ვირუსის წინააღმდეგ პრევენციულ ბრძოლაში. „ ეს პროცესი თვითიზოლაციას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავის შეკავებას გულისხმობს; გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოებასა და პანდემიის სწრაფ დეესკალაციაში, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენს პარტნიორ კომპანია Wolt-თან ერთად ყველა შეკვეთის მიტანის საფასური სრულიად ავანაზღაუროთ და უკონტაქტო გადახდის მეშვეობით მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე“ – ამბობს სტეპანოვი.

”ვოლტი სრულად ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ჩვენ თავს მოვალედ ვთვლით, გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია მომხმარებლების, ჩვენი თანამშრომლების და პარტნიორების უსაფრთხოების დასაცავად.

მომხმარებლებს ვთავაზობთ უსაფრთხო და კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს და ვერთვებით უფასო მიტანის კამპანიაში მასტერქარდთან ერთად: ყველა მომხმარებელი რომელიც ვოლტზე მასტერქარდით გადაიხდის, დაიბრუნებს მიტანის საფასურს ვოლტის ანგარიშზე. ამავე დროს, Wolt-ის აპლიკაციაში დავამატეთ უკონტაქტო მიტანის ფუნქცია, რომლის გამოყენებასაც ყველა მომხმარებელს ვურჩევთ.” – ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი.

*მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უფასო მიტანის აქცია არ მოქმედებს Apple Pay-თ გადახდის შემთხვევაში.

[R]

კომპანია სილქნეტი COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგოდ პრევენციულ ზომებს ატარებს

სს ოპპა უკონტაქტო მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, OPPA.GE-ს გადახდებზე საკომისიოს აუქმებს, თანამშრომლები კი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაჰყავს