in

Mastercard-ისა და Wolt-ის შეუფასებელი გაერთიანება!

სანდო, უსაფრთხო, და ძალიან მოსახერხებელი — Mastercard, ისევე, როგორც Wolt, თქვენს ცხოვრებას ბევრად მარტივს ხდის. ერთად კი მომხმარებლებს სთავაზობენ შეუფასებელ კამპანიებს. ორი კომპანიის თანამშრომლობა სამი წლის წინ დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება. ამჯერად Mastercard წარმოგიდგენთ Google pay-ს, სწრაფ და მოსახერხებელ გადახდის სისტემას. თუ გაქვს Mastercard და ხარ Wolt-ის მომხმარებელი, 16 ნოემბრიდან შეუკვეთე ყველაფერი რაც გსურს და დაიბრუნე 30%, მაქსიმუმ 50 ლარი, ვოლტის ანგარიშზე. იყავი პირველი ვინც Google pay-ს გადახდის სისტემას გამოცდის და ისარგებლებს აღნიშნული აქციით.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ნოემბრის თვეში მომხმარებელს სხვა სიურპრიზებიც ელოდებათ. შავ პარასკევს Wolt და Mastercard ფასდაკლებებთან ერთად უნიკალურ ქეშბექსაც გთავაზობთ სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორიაზე.

ასე რომ, გადაიხადე Mastercard-ით, შეუკვეთე გემრიელი კერძები, მედიკამენტები, წიგნები, ყვავილები და სხვა მრავალი პროდუქტი და მიიღე შეუფასებელი შეთავაზებები!

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 200-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძებისა და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ზუგდიდის 1000-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

[პარტნიორის კონტენტი]

500 Global-ის რჩეულთა სიაშია Crosscreators – აუგმენტური რეალობა ბიზნესისთვის

Google Pay საქართველოში! Visa-ს მფლობელები 15 ნოემბრიდან უნაღდო ანგარიშსწორების ახალი საშუალებით ისარგებლებენ