თანამედროვე სამყაროში, ნაღდი ფულის მოხმარება მცირდება და შესაბამისად, საბანკო ბარათების პოპულარობა იზრდება. ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ბარათით თანხის გადახდას.
ამ მხრივ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Mastercard და VISA არ თმობენ წამყვან პოზიციებს. საქართველოშიც უკვე მრავალი წელია, ორივე კომპანია ოპერირებს. საინტერესოა, რომელს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი მომხმარებლები?
ეროვნული ბანკის 2021 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში სულ მიმოქცევაშია – 6 717 254 ბარათი, რომლის უმრავლესობა – 6 165 535 სადებეტო ბარათია, ხოლო 551 719 საკრედიტო.
სადებეტო ბარათების შემთხვევაში, მომხმარებლები უპირატესობას Mastercard-ს ანიჭებენ – მას ბაზრის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 61% უჭირავს. უფრო კონკრეტულად, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- Mastercard – 3 791 220
- VISA – 2 026 771
- სხვა – 347 544
ჯამურად, საქართველოში მიმოქცევაშია 4 995 719 Mastercard-ის ბარათი, რაც ბაზრის, დაახლოებით 75%-ია.
ამ ბარათებით, 2021 წლის ივნისში, 41 619 224 ერთეული ოპერაცია განხორციელდა, რომელთა მთლიანმა მოცულობამ ₾3,5 მილიონს გადააჭარბა.
[R]