Mastercard-მა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმების მიზანია ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივება, მათი რაოდენობის გაზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის ზრდა და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბება.
„დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ მიდგომები ხარჯვის ტენდენციებთან დაკავშირებით, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა დონეზე, ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს აღდგენას, რომელიც ამჟამად უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას“.

Mastercard და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაცია, ტურისტებს, Mastercard Tourism Insight-ის პლატფორმას წარუდგენენ. ის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ, 360 გრადუსიან ხედვას თანამედროვე მოგზაურობაზე, როგორც მის დაწყებამდე, ასევე დასრულების შემდგომ პერიოდში.
„Mastercard Tourism Insight ერთ მარტივად გამოსაყენებელ ტექნოლოგიაში აერთიანებს საჯაროდ ხელმისაწვდომი საძიებო სისტემის და აგრეგირებული შესყიდვების ტენდენციებს“.
გარდა ამისა, კომპანია შეეცდება, ხელი შეუწყოს გადახდის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის, Mastercard-ის პარტნიორ ბანკებსა და ბიზნესებში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც COVID-19 პანდემიის რეალობაში, Mastercard ეხმარება ტურიზმის სექტორს. ამ ზაფხულს მან წამოიწყო კამპანია „გამარჯობა ზაფხულო“, რათა ხელი შეუწყოს შიდა ტურიზმს და მომხმარებლებს, ხელახლა აღმოაჩინონ მონატრებული ადგილები საქართველოში. განსაკუთრებული შეთავაზებები TKT.ge-სთან და საქართველოს რკინიგზასთან ერთად, შეუფასებელი ემოციები Mastercard-ის ზონაში ბათუმის სანაპიროზე, საჩუქრები და აქციები Wolt, Coca-Cola და სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, განხორციელებული აქტივობების არასრული ჩამონათვალია“.
„მასტერქარდი“ ((NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ის მართავს მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. „მასტერქარდის“ პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
„შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)“.
[R]











