11
Feb
2019

 „მასტერქარდმა“ ბრენდის უნიკალური მელოდია შექმნა 

11 Feb 2019

Mastercard თვითგამოხატვის ახალ ფაზაზე გადადის – ბრენდს უკვე საკუთარი ხმოვანი მახასიათებელი აქვს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, უნიკალური მელოდიით, მათ ისტორიაში განვითარების სულ სხვა ეტაპი იწყება.

 

 

 

„მასტერქარდმა“ მთელი ხმოვანი არქიტექტურა ააგო და ბრენდის უნიკალურ მელოდიისთვის, ორიგინალთან ერთად, განსხვავებული ჟღერადობის ვერსიებიც შექმნა.

 

 

„ეს ბრენდის იდენტურობის საზომი და მისი ცნობადობის მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ ძალიან ამბიციური მიზანი დავისახეთ – „მასტერქარდის“ მელოდია უნდა იყოს გამომსახველობითი, უტყუარი და ნამდვილი. გარდა ამისა, მარტივად უნდა ადაპტირდეს სხვადასხვა ჟანრსა და ქვეყანაში“, – ამბობს კომპანიის მარკეტინგისა და კომუნიკაციის დირექტორი რაჯა რაჯამანარი.

 

 

როგორც „მასტერქარდის“ წარმომადგენლები ამბობენ, ბრენდის უნიკალური მელოდია სხვადასხვა ფორმით გავრცელდება, ხელმისაწვდომი იქნება მისი მუსიკალური პარტიტურა და აუდიო ლოგოტიპი.

 

 

განხილვა