in

Mastercard, საქართველოში, უნაღდო გადახდების განვითარების სათავეშია

„Mastercard, მომხმარებლებს, მრავალფეროვან, უსაფრთხო, სწრაფ და სანდო გადახდის მეთოდებს სთავაზობს. ტრადიცია არც ახლა ირღვევა – ამიერიდან, Apple Pay-ის გადახდის სისტემით სარგებლობა Halyk Bank-ის, Tera Bank-ის, Basisbank-სა და ProCredit Bank-ის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია. ოქტომბრიდან კი Apple Pay-ის გადახდის სისტემას  Credo Bank-იც შეურთდება“. 

Mastercard უკვე მრავალი წელია ნერგავს გადახდის სისტემებს ყველგან: მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დიდი ღონისძიებებსა თუ ონლაინ სისტემებში. შედეგად კი, საქართველოში, უკონტაქტო გადახდა სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო გადახდის წინაპირობად გადაიქცა.

„დღეს, უკონტაქტო გადახდის რაოდენობის მხრივ, საქართველო რეგიონის ლიდერებს შორისაა. Mastercard–ის კვლევის თანახმად, POS ტერმინალებით გადახდილი თანხის 98%, ხოლო ტრანზაქციების 70% უკონტაქტოა. „სმარტფონი“ გლობალური მასშტაბით გადახდის ყველაზე სასურველ მოწყობილობად ითვლება. კვლევის თანახმად, ევროპელთა თითქმის 80 % იყენებს მობილური ტელეფონს, როგორც გადახდის საშუალებას.

Apple Pay უნაღდო ანგარიშსწორების ყველაზე უსაფრთხო სისტემაა. აპლიკაციაში ბარათის დამატებისას საკრედიტო და სადებეტო ბარათის ნომრის ნაცვლად უნიკალური კოდი გენერირდება, რომელიც „სმარტფონში“ არსებულ სპეციალურ დაცულ ელემენტზე დაშიფრულად ინახება. ბარათის ნომერი არ აისახება არც მოწყობილობაზე და არც Apple-ის სერვერებზე. ხოლო გადახდისას, კომპანია არ აზიარებს ბარათის ნომერს გადახდის ობიექტებთან“.

ბოლო პერიოდში კიდევ 5 ბანკი დაემატა Apple Pay გადახდის სისტემას. საქართველოში, ჯამში „მასტერქარდის“ პარტნიორ 9 ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ „სმარტფონით“, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ თანხა.

„ეს სიახლე, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ციფრული განვითარებისთვის“. 

„მასტერქარდი“ ((NYSE: MA), www.mastercard.com არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. „მასტერქარდის“ პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

„შემოგვიერთდით [email protected]ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბებიEngagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

 

[R]

„ფუნქციურად, საბანკო ბარათის იდენტური“ – „ევროპაბეთის“ N Card, უკონტაქტო გადახდის ფუნქციითა და EMV ტექნოლოგიის ჩიპით

ტექნოლოგიები ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში – ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის BTU „ინიციატივა 5.0“-ს იწყებს