Mastercard Beach Zone ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, წელს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლით — ახალი ლოკაციით, Iveria Beach-ზე ბრუნდება!
ბრენდირებული ზონა სასიამოვნო დასვენებისთვის, ბავშვთა სივრცე, ზღვისთვის საჭირო ყველა ნივთი და რაც მთავარია, 30%-იანი ფასდაკლება ვიქენდებზე SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას — აქ ყველაფერია თქვენი შეუფასებელი ზაფხულისთვის!
კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი, რაც მომხმარებლებს Iveria Beach-ზე ელოდებათ, Mastercard-სა და Solo X-ის მუსიკალური საღამოების სერიაა, რომელსაც 22 ივლისს ნინი ნუცუბიძე, გიორგი გიგაშვილი, კატო კვარაცხელია და ნიკალა გახსნიან. ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსები ყველასთვის ნაცნობ, საყვარელ და ახალ კომპოზიციებს შეასრულებენ. ემოციებით სავსე, საოცარ საღამოს გამორჩეული ქართველი არტისტი, N aO დაასრულებს.
ბილეთის ონლაინ შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ და აუცილებლად გაითვალისწინეთ, SOLO Mastercard World Elite ბარათით შეძენისას 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
[R]