Mastercard არა მხოლოდ ციფრული გადახდების გლობალური ლიდერია, არამედ კულტურის მთავარი მხარდამჭერიც. გამონაკლისი არც 2026 წელი იქნება. გასული წლების მსგავსად, ერთგულ მომხმარებლებს საქართველოში შეუფასებელი შეთავაზებები ელოდებათ თეატრის, კინოს, მუსიკის და ზოგადად, ხელოვნების მიმართულებით. თუმცა წელს, წლის მთავარი თემა ჯაზია: 2026 წელს, Mastercard, ჯაზის მთავარი მხარდამჭერია საქართველოში.
პირველად ისტორიაში, Winter Jazz Bakuriani 2026 გაიმართება.
ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე – სივრცე, სადაც ჩვეულებრივ მხოლოდ თხილამურების ხრაშუნი ისმის, ახლა კი ჯაზის რიტმებით აივსება.
14–15 თებერვალს ბაკურიანი პირველად უმასპინძლებს Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალს. ღონისძიება გაიმართება სასტუმრო კოხტა–ბაკურიანის ტერასაზე და შექმნის უნიკალურ ზამთრის გამოცდილებას, სადაც მთის ლანდშაფტი და თანამედროვე ჯაზის რიტმები შეუფასებელ მოგონებებად გადაიქცევა. ორი დღის განმავლობაში სცენაზე წარდგებიან საერთაშორისო არტისტები, რომლებიც მსმენელს შესთავაზებენ ჯაზის, ფანკის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის თანამედროვე ინტერპრეტაციებს.
თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს სპეციალური ბენეფიტები: წინასწარი გაყიდვის ეტაპზე – 25%-იანი ფასდაკლება; შემდგომ პერიოდში – 20%-იანი ფასდაკლება
ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი, გენერალური სპონსორი, Mastercard, მხარდამჭერი კი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: http://tkt.ge/JazzBakuriani2026
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი – საერთაშორისო ტრადიცია ბათუმში
2007 წელი. ბათუმის ჩოგბურთის კორტები. პირველი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ღონისძიება რეგიონის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ მოვლენად გადაიქცეოდა. დღეს შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმად რჩება. ამ სცენაზე მაყურებლებმა უკვე იხილეს არტისტები, რომლებმაც მსოფლიო მუსიკალური ისტორია შექმნეს: George Clinton, Snoop Dogg, Lisa Stansfield, Jamiroquai, Robert Plant, The Prodigy და სხვები. ფესტივალის უნიკალურობა სწორედ ამაშია – ჯაზი აქ მხოლოდ ჟანრი არ არის. ეს განწყობაა, ფილოსოფიაა.
“საფესტივალო დღეებში ბათუმი მეტამორფოზას განიცდის,” – წერდა ერთ–ერთი მუსიკალური გამოცემა. “რამდენიმე დღით ის შავი ზღვის სანაპიროს მუსიკალურ დედაქალაქად იქცევა.” და ეს სიმართლეა. სტუმრები მოდიან არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან. მათთვის ეს უკვე რიტუალია, ტრადიცია.
2026 წელს, Mastercard შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მხარდამჭერია. ღონისძიება ტრადიციულად ივლისში გაიმართება.
ჯაზი და ღვინო
ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული წინანდალში – ადგილი, სადაც ქართული ღვინის კულტურის ისტორია იწყება – 2026 წელს კვლავ უმასპინძლებს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს. Jazz and Wine Kakheti არის ღონისძიება, რომელიც ორ ყველაზე ქართულ ღირებულებას – ღვინოსა და სტუმართმოყვარეობას – მუსიკის ენით გააერთიანებს.
ჯაზისა და ღვინის ფესტივალი სტუმრებს ცოცხალ ჯაზ მუსიკას, ქართული ღვინის კულტურას და გამორჩეულ ლოკაციებს ჰპირდება, რაც ფესტივალს უნიკალურ გამოცდილებად აქცევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრებისთვის. Mastercard-ის მხარდაჭერით, ღონისძიება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც კულტურული და გასტრონომიული მიმართულების საერთაშორისო იმიჯს.
რატომ Mastercard?
კითხვა, რომელიც ბუნებრივად ჩნდება: რატომ უჭერს საერთაშორისო საგადახდო კომპანია მხარს ქართული ჯაზის ფესტივალებს?
ამ კითხვას პასუხობს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე–პრეზიდენტი საქართველოში და სომხეთში: “Mastercard არ არის არა მხოლოდ მსოფლიოში წამყვანი ფინანსური სერვისი, არამედ ის არის კულტურის მთავარი მხარდამჭერი. ჩვენთვის ეს ინვესტიციაა საქართველოს კულტურულ განვითარებაში. მუსიკა აერთიანებს ადამიანებს. ჯაზი, კერძოდ, არის იმპროვიზაციის, თავისუფლების, შემოქმედების ხელოვნება. ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ გაიგონ ამ ფესტივალების შესახებ, არამედ თავად გახდნენ ამ შეუფასებელი გამოცდილების მონაწილებიც, ამიტომ ვთავაზობთ ისეთ პირობებს, რომ ბილეთის შეძენა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს.”
[R]











