in

Mastercard სავაჭრო ობიექტებს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების საშუალებას მისცემს

კომპანიას აქამდე კრიპტოვალუტების შეზღუდული ტრანზაქციების ფუნქცია ჰქონდა

veon
veon

Mastercard გეგმავს, წლის ბოლოსთვის მომხმარებლებს კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა მისცეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ ციფრულ ვალუტას დაუჭერს კომპანია მხარს.

კომპანიამ პატენტი, ბიტკოინით გადახდების სამართავად, ჯერ კიდევ 2013 წელს დაარეგისტრირა, თუმცა 2015 წელს შეწყვიტა მასზე მუშაობა. მას, პარტნიორების Wirex-ისა და Uphold-ის კრიპტობარათების მეშვეობით, აქამდეც ჰქონდა კრიპტოვალუტების შეზღუდული ტრანზაქციის ფუნქცია, რომლის ფარგლებშიც, ციფრული ფული, მთავრობის მიერ გაცემული ვალუტის შესაბამისად გარდაიქმნება. ახალი ინიციატივის თანახმად კი, ადამიანებს საკუთარი ბიზნესის მართვა, მთავრობის მიერ გაცემული ვალუტის ფარგლებს გარეთაც შეეძლებათ; სავაჭრო ობიექტები კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებას შეძლებენ.

როგორც Mastercard აცხადებს, ის ორიენტირებული იქნება სტაბილურობაზე, მომხმარებელთა დაცვასა და პოტენციური პარტნიორების შემოწმების მარეგულირებელ წესებზე. “დღეს არსებული 2,600 ციფრული ვალუტიდან ბევრი ვერ ახერხებს ამას” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ გარდა “მასტერქარდისა”, გადახდების ქსელში კრიპტოვალუტას Visa-ც ამატებს. 

ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინალეს კინოფესტივალზე შედგება

აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად, Rolls-Royce-მა თავისი საფირმო სკულპტურა განაახლა