19
Oct
2018

საგადახდო ბარათებთან დაკავშირებული რისკები

19 Oct 2018

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საბარათე სისტემა „მასტერქარდის“ ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ ბანკში რიგით მე-6 ფორუმი გაიმართა, რომელშიც „მასტერქარდის“ წევრი 12 კომერციული ბანკისა და საბარათე საპროცესინგო სისტემების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების, სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

„მასტერქარდის“ ღონისძიება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს საგადახდო ბარათების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკებისა და ამ რისკების შემამცირებელი ღონისძიებების საკითხების განხილვას, ასევე, შესაბამისი გამოცდილების გაზიარებას. მონაწილეებმა განახლებული ინფორმაცია მიიღეს ბარათებით თაღლითობის შესახებ, გაეცნენ მსოფლიო ტენდენციებს და იმსჯელეს ბოლო პერიოდში გამოვლენილი თაღლითობის ახალ სახეებზე. მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს „მასტერქარდის“ წესებში განხორციელებული ცვლილებები, რაც უკავშირდება ბარათის გამოშვებასა და საბარათე ოპერაციების მომსახურებაში ჩართული ბანკების ვალდებულებების საკითხებს.ფორუმს კომპანია „მასტერქარდის“ თურქეთის ოფისის რისკების მენეჯერი, ჯემ კიბაროღლუ უძღვებოდა.

განხილვა