8
Jan
2019

Mastercard-ის ლოგოში ცვლილებებია

8 Jan 2019

საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ Mastercard ლოგო შეცვალა. კომპანიის ვიზუალიდან მისი დასახელება ამოიღეს. როგორც თავად ამბობენ, ახალი დიზაინი, ინტერნეტში, „უფრო ორგანულად“ ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.

Mastercard-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის რაჯა რაჯამანარი ამბობს, რომ ამ და სხვა მსგავს ნაბიჯებს, თანამედროვე მსოფლიოს გამარტივებისკენ სწრაფვა განაპირობებს.  მისი თქმით, ცვლილებამდე, კომპანიამ გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ სიახლეს მხარს მათი 80% უჭერდა.

„ერთმანეთში გარდამავალი ყვითელი და წითელი წრეები, რომელიც ყველასთვის Mastercard-ის სიმბოლოდაა ცნობილი, ამიერიდან, ბარათებზე, ბრენდის დასახელების გარეშე იქნება დატანილი. ემბლემა, ახალი სახით, ასევე, გამოჩნდება ყველა ობიექტში, რომლის სპონსორიც კომპანიაა“, – ნათქვამია Mastercard-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

განხილვა