„Mastercard უკვე ორი წელია, რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორია და ამ ხნის განმავლობაში, უამრავი შეუფასებელი მომენტი შექმნა გულშემატკივრებისთვის. წელს, ჩვენმა მორაგბეებმა განსაკუთრებულად გაგვახარეს, 8 ერში მოხვედრა ქვეყნისთვის განსაკუთრებული და მეტად საპასუხისმგებლო მიღწევაა. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია, საყვარელ ნაკრებს მოედანზე ვუგულშემატკივროთ. ამიტომ, Mastercard-მა და Rugbystore.ge-მ გადაწყვიტეს, სხვანაირად დააახლოონ მაყურებელი მოთამაშეებთან და გულშემატკივრობის მუხტი კიდევ უფრო მეტად გაზარდონ“.
ინიციატივა „შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნების თამაშებს უკავშირდება და გულისხმობს, რომ 13 ნოემბრიდან Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქართული რაგბის გულშემატკივრები „ონლაინ“ მაღაზია rugbystore.ge-ზე განთავსებულ პროდუქციას -30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ასევე გაყიდვაში ჩაეშვება Mastercard-ის ბრენდირებული ხაზიც. თუმცა, ერთობლივი შეთავაზება ბრენდული მაღაზიის სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება და 13 დეკემბრამდე იმოქმედებს.
„Mastercard სპორტის მიმართულებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის ინოვაციურ, შეუფასებელ გამოცდილებას და დიდი ხანია თანამშრომლობს ყველაზე წარმატებულ სპორტულ გუნდებთან და ჩემპიონატებთან. გლობალურად, Mastercard რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორია, 2019 წელს კი კომპანიამ პირველად მიიღო გადაწყვეტილება, გამხდარიყო ლოკალური ნაკრების სპონსორი და ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი სპორტის, რაგბის პირველი საერთაშორისო მხარდამჭერი გახდა. თუმცა, რაგბი ქართველებისთვის მხოლოდ საყვარელი სპორტი არ არის, ამ პერიოდის განმავლობაში, ის კულტურის ნაწილი და გამავრცელებელი გახდა“.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების თამაშები „შემოდგომის ერთა თასზე“ (8 ერი) 14 ნოემბრიდან დაიწყება. „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩში ინგლისს, 21 ნოემბერს უელსს, ხოლო 29 ნოემბერს, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ირლანდიას შეერკინებიან.
„ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს მორაგბეებს და გავიზიაროთ გამარჯვების შეუფასებელი ემოციები!“
Mastercard-ის შესახებ:
„Mastercard ((NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია, გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. „მასტერქარდის“ პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით [email protected]ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)“.
[R]