Mastercard-მა, რომელიც 21 თებერვალს BRIT Awards 2018-ის ოფიციალური პარტნიორი გახლდათ, მუსიკალური დაჯილდოების ფარგლებში საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. 6 რეალური, განსხვავებული ადამიანი და 3 მნიშვნელოვანი, გაწყვეტილი ურთიერთობა – ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად კომპანიამ მუსიკის გამოყენება გადაწყვიტა. სააგენტო McCann-თან თანამშრომლობით, Mastercard-მა სპეციალური მოსასმენი ოთახი შექმნა, სადაც ადამიანები, რომელთაც აღარ ჰქონდათ ურთიერთობა, ერთად მოახვედრა და მათში ემოციები კარგი მუსიკის დახმარებით გააღვიძა. კამპანია Start Something Priceless-ის მთავარი მიზანი იმ მნიშვნელოვანი როლის დამტკიცება იყო, რასაც მუსიკა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში თამაშობს.
უახლოესი ადამიანების გაწყვეტილი ურთიერთობები – MasterCard-ის ექსპერიმენტი მუსიკის ძალაზე
