18
Jun
2019

Mastercard, ტრანსგენდერ ადამიანებს, სახელის არჩევის შესაძლებლობას მისცემს

18 Jun 2019

Mastercard, ტრანსგენდერ ადამიანებს, საკრედიტო და სადებეტო ბარათებზე სახელის თავად შერჩევის შესაძლებლობას მისცემს. The Associated Press-ის ინფორმაციით, მიზანი დისკრიმინაციის თავიდან აცილებაა.

ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, ერთი და იმავე პიროვნების საბანკო ბარათზე სხვა სახელი ეწეროს, დაბადების ან მართვის მოწმობაში – სხვა. Mastercard-ის წარმომადგენლებმა, აშშ-ში ბანკებს უკვე აცნობეს ეს გადაწყვეტილება და თანამშრომლობისაკენ მოუწოდეს.

NBC-ის ინფორმაციით, 2015 წლის კვლევით, ტრანს თემის წევრთა 32%-მა უარი მიიღო მომსახურებაზე ან გახდა თავდასხმის მსხვერპლი, იმის გამო, რომ პირადობის მოწმობაში მითითებული სახელი ან სქესი, თავის წარდგენისას დასახელებულ სახელს არ ემთხვეოდა.

„როდესაც ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს, მიხვდით, რომ რაღაცის შეცვლა შეგვეძლო და ასეც მოვიქეცით“, – ამბობენ „მასტერქარდის“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, ტრანსგენდერ ადამიანებს, სრულფასოვანი მომსახურების მისაღებად, აღარ მოუწევთ ლოდინი სახელის ან სქესის ოფიციალურად  შესაცვლელად.

„ბარათზე სასურველი სახელის დაწერა არანაირ უსაფრთხოების პრობლემას არ შექმნის. რადგან Mastercard აბსოლუტურად სხვა „მეტრიკებს“ იყენებს იმის დასადგენად, კანონიერად განხორციელდა თუ არა ტრანზაქცია“.

 

განხილვა