18
Nov
2019

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

18 Nov 2019

ციფრული გადახდების გლობალურმა ბრენდმა Mastercard, პროექტის “Cashless for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ტრენინგები, ფინანსური განათლების ასამაღლებელად, კომპანიამ, „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა. პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე იყო. 2 კვირიანი პროგრამა მიზნად ისახავდა საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას, რომელიც საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას შეუწყობს ხელს.

„კვლევებით, უკონტაქტო გადახდების რაოდენობის მიხედვით, საქართველო რეგიონის ლიდერებს შორისაა. აქ, თითქმის, ყოველი მეორე გადახდა ბარათით ან მობილური ტელეფონით ხორციელდება. Mastercard, ყოველდღიურად, მუშაობს, რომ მომხმარებლებს, ცხოვრების დიჯიტალიზაციის პროცესი გაუმარტივოს, მსგავსი კონკურსებით კი კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლებას და უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას“.

ორგანიზატორებმა, პროექტისთვის, „უნაღდო გადახდების მომავალი“, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების 20 სტუდენტი შეარჩიეს. სპეციალური ტრენინგ-კურსის შემდეგ, ისინი გუნდებად დაყვეს და მარკეტინგულ კამპანიებზე დაიწყეს მუშაობა, საბოლოო პროდუქტი კი სპეციალურ ჟიურის წარუდგინეს. გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს „მასტერქარდმა“ 3000 ლარიანი სერტიფიკატები გადასცა, აღნიშნული თანხით მათ შერჩეული სასწავლო-საგანმანათლებლო კურსები დაუფინანსდებათ.

„Mastercard წელს საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაერთიანოთ სხვადასხვა მიმართულებები, მაგალითად, განათლება, სტუდენტები, ფინანსური სექტორი, CSR; ვუმასპინძლეთ პირველ ტემატურ ინტელექტუალურ შეჯიბრს სტუდენტებისთვის, რომლებმაც საქართველოში უნაღდო გადახდების მომავლის შესახებ თავიანთი უნიკალური და საინტერესო ხედვები წარმოგვიდგინეს. Mastercard-სთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ფინანსური განათლება, ციფრული ინდუსტრიის განვითარება, წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა და კომპანიის გამოცდილების გაზიარება მათთვის“, – ამბობს MasterCard-ის მენეჯერი საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში იგორ სტეპანოვი.

Mastercard, გადახდების გლობალური ინდუსტრიის, ტექნოლოგიური კომპანიაა,რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. ​

Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო უსაფრთხოს ხდის ყველა იმ სფეროში ოპერირებას, სადაც ის მონაწილეობს. ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“.

პარტნიორის კონტენტი 

განხილვა