in

როგორ დავზოგოთ META-ში რეკლამაზე 300$-მდე – გაიგე მეტი Mastercard-ის ბიზნესბარათების უპირატესობების შესახებ

დღევანდელი ბიზნესსამყაროს დინამიკურ ლანდშაფტში, თითოეული უპირატესობა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მეწარმეები მუდმივად ახალი, სტრატეგიული შესაძლებლობების ძიებაში არიან, რომლებსაც მათი ბიზნესის განვითარება და ამავდროულად, რესურსების დაზოგვა შეუძლიათ. Mastercard ბიზნესბარათების მფლობელებს საკმაოდ ბევრ საინტერესო და სასარგებლო უპირატესობას გთავაზობთ, რომლებსაც შეუძლიათ, გადამწყვეტი როლი ითამაშონ თქვენი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში.

  1. Google Workspace-ის ყოველთვიური გამოწერა 4,99 USD-დან Mastercard-ის ბიზნესბარათით გადახდისას

წარმოიდგინეთ – უხარვეზო კომუნიკაცია, ორგანიზებული პროექტები და, რაც მთავარია, ყველაზე ძვირფასი რესურსი, დრო, რომელსაც დაზოგავთ ამ უპირატესობით სარგებლობისას. Google Workspace დაგეხმარებათ შეხვედრების დაგეგმვაში, მოქნილ email მარკეტინგში, რაც კიდევ უფრო მეტად მოქნილს გახდის თქვენს განრიგს, მომხმარებლებთან ურთიერთობას და მიმიდნარე პროექტების განვითარებას.

  1. 20%-იანი ფასდაკლება SMARTREACH.IO-ზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

SMARTREACH.IO გთავაზობთ ელ.ფოსტის ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფას. პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს საშუალება მისცეს, დაგეგმონ და გაგზავნონ პერსონალიზებული წერილები ავტომატურად და გაზარდონ მათი პასუხების სიჩქარე.

Mastercard-ის ბიზნესბარათის გამოყენებით, თქვენ არა მხოლოდ დაზოგავთ თანხას, არამედ გააუმჯობესებთ თქვენი ბიზნესის ხილვადობას და გაზრდით მომხმარებელთა ჩართულობას.

  1. 300 აშშ დოლარამდე ფასდაკლება META-ს მართვაზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

ციფრული მარკეტინგი ბიზნესის ზრდის ქვაკუთხედია. MeDigit არის ციფრული მარკეტინგის სააგენტო სრული სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას ბიზნესისთვის. სერვისები მოიცავს Meta-ში სარეკლამო კამპანიის განსაზღვრას, მართვას, ოპტიმიზაციასა და რეპორტინგს.

დარეგისტრირდით, შეიძინეთ მინიმუმ 3-თვიანი სარეკლამო პაკეტი MeDigit-ით Meta-ზე და მიიღეთ 100-დოლარიანი ყოველთვიური ფასდაკლება თქვენი Business Mastercard-ით გადახდისას.

  1. 5%-ამდე ფასდაკლება MONDAY.COM-ის სერვისებზე Mastercard-ის ბიზნესბარათით გადახდისას

MONDAY.COM Work OS არის პროგრამული უზრუნველყოფის სიმძლავრის პლატფორმა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ორგანიზაციებმა ადვილად შექმნან სამუშაოს მართვის ინსტრუმენტები და პროგრამული აპლიკაციები, რომლებიც მოერგება მათ ყველა საჭიროებას.

მარტივი სამუშაო პროცესებიდან რთულ პროექტებამდე – პლატფორმა დაგეხმარებათ ყოველდღიური სამუშაოს გამარტივებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში.

  1. 30% ფასდაკლება DOCUSIGN-ზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

თანამედროვე ბიზნესსამყაროში ხელშეკრულებების შეუფერხებლად გაფორმება გადამწყვეტია. Mastercard ამ საჭიროების გამარტივებისთვის, გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას DOCUSIGN-ის სერვისებზე. Mastercard-ის ბიზნესბარათით გადახდით თქვენ არა მხოლოდ დაზოგავთ ფულს, არამედ დარწმუნდებით, რომ თქვენი დოკუმენტების ხელმოწერის პროცესი არის უსაფრთხო, ეფექტური და შეესაბამება თანამედროვე ბიზნესსამყაროს მოთხოვნებს.

პროდუქტიულობის გაუმჯობესება, განვითარების ხელშეწყობა, კადრების აყვანის ეფექტურობა, უსაფრთხოება, ფინანსების გამარტივება – ეს იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც DOCUSIGN გთავაზობთ.

მეტი შეთავაზებისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს.

[პარტნიორის კონტენტი]

4 გზა მოტივაციის გასაზრდელად

როგორია დაკარგული კავშირი სტრატეგიასა და ინოვაციას შორის