in

Mastercard და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა უსაფრთხო ონლაინ ვაჭრობის კანონმდებლობის მხარდამჭერები არიან

Mastercard და USAID- ეკონომიკური მმართველობის პროგრამა უსაფრთხო ონლაინ ვაჭრობის კანონმდებლობის მხარდამჭერები არიან. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს გაუმკლავდეს ონლაინ თაღლითობის მზარდ პრობლემას და უზრუნველყოს უფრო უსაფრთხო ონლაინ ვაჭრობის გამოცდილება მომხმარებლებისთვის საქართველოში.

ელექტრონულმა კომერციამ, იგივე, ონლაინ ვაჭრობამ, ნამდვილად მოახდინა რევოლუცია საქონლისა თუ მომსახურების შეძენის გზაზე და მომხმარებლებს შეუდარებელი კომფორტი შესთავაზა. თუმცა, ელექტრონული კომერციის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ასევე გაიზარდა ონლაინ თაღლითების რაოდენობაცა და ფორმებიც. „ფიშინგიონლაინ თაღლითობის ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად, აუცილებელია მომხმარებლებმა დაიცვან უსაფრთხოების წესები ონლაინ ყიდვისას:

  • ბარათის მონაცემები მიუთითეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნივთს ყიდულობთ
  • ბარათის მონაცემები მიუთითეთ მხოლოდ დაცულ მისამართზე, რომელიც იწყება https://-ით
  • გადაამოწმეთ, რამდენად სწორად წერია ონლაინ მაღაზიის დასახელება
  • არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები საერთო მოხმარების კომპიუტერზე, საჯარო და დაუცველ WiFi ქსელში
  • მოითხოვეთ მოვაჭრის დასახელება, მოვაჭრის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია
  • და ყურადღება მიაქციეთტრასტმარკის“ ნიშანს

ტრასტმარკიარის სერტიფიკატი, რომელიც ელ. კომერციის სანდო პლატფორმებს ენიჭება საქართველოში. სერტიფიცირებულ პლატფორმებზე ნივთის შეძენა ან, თუნდაც გაყიდვა, უსაფრთხოა. „ტრასტმარკისმისაღებად, მიმართეთიქომერს ასოციაცია საქართველოს“.

ნივთის ონლაინ შეძენისას, თქვენს უსაფრთხოებას მომხმარებლის დაცვისა და ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი უზრუნველყოფს. ონლაინ ნივთის შეძენისას, მომხმარებელთა უსაფრთხოება დაცულია საქართველოს კანონმდებლობით: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ და ელექტრონული კომერციის შესახებ.

თუ მოვაჭრე თქვენს უფლებებს არღვევს და ვერ თანხმდებით, მაშინ მიმართეთ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს www.gcca.gov.ge , ის განიხილავს და შეისწავლის სადავო საკითხებს და მივა დარღვევის დადასტურების, დარღვევის უარყოფის ან პირობითი ვალდებულების აღების გადაწყვეტილებამდე.

გადაწყვეტილებისა და შეთანხმების მიხედვით, მოვაჭრეს განესაზღვრება გონივრული ვადა სავაჭრო პირობების გამოსწორებისა და მომხმარებლის დარღვეული უფლებების აღდგენისთვის. ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მოვაჭრე დაჯარიმდება.

USAID თანამშრომლობს საქართველოს კერძო და საჯარო სექტორებთან რეფორმების მხარდასაჭერად, რომელთა მიზანია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და ევროპული მომავალი.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 –ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

[R]

მანჩესტერში Sports Networking Lounge – G7 ნოემბერში გაიხსნება

„წარმოვადგენთ საქართველოს“ – ქართველი ოლიმპიელები საქართველოს ბანკის ვიდეორგოლში