in

Mastercard ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად – გაიცანით ბრენდის ახალი ამბასადორები

Mastercard, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, სპორტულ ღონისძიებებს მუდმივად აფინანსებს, ამჯერად ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად კიდევ უფრო გააქტიურდა. ბრენდის ახალი ამბასადორები „არსენალისა“ და ლიონის „ოლიმპიკის“ მოთამაშეები და, არა მხოლოდ ისინი, გახდნენ.

 

Mastercard, 25 წელზე მეტია, ქალთა საფეხბურთო გუნდების სპონსორია. ახლა კი როცა, სპორტის ეს სახეობა სულ უფრო პროფესიონალური და კონკურენტუნარიანი ხდება, კომპანიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა კლუბსა და ფეხბურთელში კიდევ  მეტი ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტეს. ამის მიზანი, თავად სპორტსმენების მხარდაჭერის გარდა, გულშემატკივრებისა და დამწყები მოთამაშეების წახალისებაა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ქალთა ფეხბურთის პოპულარობა, მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო მატულობს და კიდევ მეტად გაიზრდება მოქმედი სპორტსმენებისა და კლუბების დამსახურებით.

აქედან გამომდინარე, ალბათ, არავის გაუკვირდება Mastercard-ის ინიციატივა, რაც შეიძლება მეტი ბრენდ-ამბასადორი შემოიკრიბოს გარშემო ქალთა საფეხბურთო კლუბებიდან.

კომპანიის ელჩი, ერთ-ერთი პირველი, ლიონის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელი ადა ჰეგერბერგი გახდა. ის იყო პირველი ქალი ფეხბურთელი მსოფლიოს ისტორიაში, ვინც „ოქროს ბურთი“ მიიღო. Mastercard-ის ამბასადორთა რიგებს ასევე შეუერთდნენ: „ოლიმპიკის“ მცველი და კანადის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კადეიშა ბიუკენენი, „ოლიმპიკის“ მცველი და იაპონიის ნაკრების კაპიტანი საკი კუმაგაი და „ოლიმპიკის“ კაპიტანი ვენდი რენარი.

ფრანგული საფეხბურთო კლუბის წევრების გარდა, Mastercard-ის ამბასადორები იქნებიან ინგლისის „არსენალის“ მოთამაშეებიც. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდმა უკვე მეთორმეტედ მოიგო სუპერლიგა ქალთა ფეხბურთში.

ბრენდის მთავარი ამბასადორი ქალთა ფეხბურთში ალექს სკოტი იქნება, რომელიც „არსენალისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო. ახლა კი მამაკაცთა ფეხბურთის პირველი ქალი ანალიტიკოსია:

„დიდი პატივია, მხარი დავუჭირო ქალ სპორტსმენებს, მათ მისწრაფებებს კარიერული წინსვლისა და წარმატებისათვის, სპორტის ნებისმიერ სახეობაში“.

ბრენდის ელჩები, ასევე, გახდნენ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვოლფსბურგის“ კაპიტანი და დანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი პერნილე ჰარდერი და ჩიკაგოს გუნდის „წითელი ვარსკვლავების“ ფორვარდი და ავსტრალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი სემ კერი.

„ჩვენი აზრით, ბრენდებს, რომლებიც საკუთარი მომხმარებლისა და ზოგადად, აუდიტორიის შეხედულებებს იზიარებენ, საზოგადოების მხრიდან მეტი ნდობა აქვთ და თითოეული მათგანის ცხოვრების ნაწილი ხდებიან. დიდი ხანია, მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენი საქმიანობა და სასპონსორო აქტივობები, მაქსიმალურად პასუხობდეს ჩვენივე მომხმარებლების ინტერესებს. ქალთა ფეხბურთში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც დღეს, სპორტის ერთ – ერთი გავლენიანი სახეობაა, შესაძლებლობას მისცემს ქალ ფეხბურთელებს დაეხმარონ დამწყებ სპორტსმენებსა და პატარა გოგონებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – ამბობს Mastercard-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა რაჯა რაჯამანარი.

ნიადაგიდან ჭიქამდე – ნატურალური წვენის „ალალი“ ბრენდინგი

დუეტი ხელოვნურ ინტელექტსა და ევროვიზიის გამარჯვებულს შორის – „ჰიმნი“, რომელიც AI-მ დაწერა