in

მიიღე ყავა საჩუქრად — Mastercard-ისა და SKA • Georgia-ს ლოიალობის ბარათით 3+1 შეთავაზებით ისარგებლებთ

იცოდით, რომ Mastercard-ის ბარათის ციფრულ საფულეში დამატებით ექსკლუზიური შეთავაზებების მიღება შეგიძლიათ? Mastercard-ისა და SKA-ს ლოიალობის ბარათი სწორედ ამის დასტურია!

ბარათით სარგებლობა ძალიან მარტივია: 

  • ეწვიეთ SKA-ს ნებისმიერ ფილიალს 
  • დაასკანერეთ QR კოდი
  • შეავსეთ ინფორმაცია
  • დაამატეთ ბარათი Wallet-ში
  • მიიღეთ ყოველი მეოთხე ყავა საჩუქრად!

Mastercard-ის გუნდი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებლების მრავალფეროვანი სურვილები და მოთხოვნები საოცარ გამოცდილებებად აქციოს. სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება ახალი, მრავალფეროვანი პროდუქტები, ბენეფიტები თუ ლოიალობის პროგრამები პარტნიორ კომპანიებთან ერთად. 

დიდი ხანია, უნაღდო ანგარიშსწორების ხელშეწყობა და წახალისება Mastercard-ისთვის მთავარ პრიორიტეტად იქცა. მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი ადამიანი იხდის ბარათით და მობილური ტელეფონით Google Pay ან Apple Pay გადახდის სისტემების მეშვეობით. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ციფრული Wallet-ების მნიშვნელობის ზრდაც. ციფრული გადახდის გადაწყვეტილებების განვითარებასთან ერთად, Mastercard რჩება ლიდერად ბარათების მფლობელებისთვის ინოვაციური და უსაფრთხო გადახდის მეთოდების შეთავაზებით. SKA • Georgia-ში გადახდები სრულად უნაღდო ანგარიშსწორებით ხორციელდება, რაც მათ მომსახურებას მეტ კომფორტსა და სანდოობას სძენს, ხოლო Mastercard-ს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად იზრუნოს მომხმარებლებზე.

ლოიალობის პროექტის ფარგლებში Mastercard აგრძელებს პარტნიორთა ქსელის გაფართოებას და ცდილობს, სრულად გაითვალისწინოს თითოეული პარტნიორისა თუ ბარათის მფლობელის სურვილები და პრეფერენციები. შედეგად, მათი ცხოვრება ექსკლუზიური ბენეფიტებითა და შეთავაზებებით გაამრავალფეროვნოს.

[R]

ევროპული თავგადასავალი იწყება!

,,მოირგე დრო“ – დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკიაციო კამპანია