in

გამოიყენეთ პრომო კოდი და მიიღეთ 15%-იანი ფასდაკლება – Mastercard-სა და Turkish Airlines-ის შეთავაზება დაიწყო!

Mastercard-სა და Turkish Airlines-ის შეთავაზება ქართველი მომხმარებლებისთვის დაიწყო!

18 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, თურქეთის ავიახაზების ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ბილეთის დაჯავშნისას, 1 დეკემბრიდან 31 მარტის ჩათვლით არჩეულ სამოგზაურო პერიოდზე, Mastercard-ის ბარათის მფლობელები განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფასდაკლების მისაღებად, აუცილებელია პრომო კოდის გამოყენება: „TKMASTER”

დაზოგვის ექსკლუზიური შესაძლებლობა, Mastercard-ის ბარათის მფლობელების თითოეული მოგზაურობის გასაუმჯობესებლადაა შექმნილი.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში: „მოხარულები ვართ, Mastercard-ის მომხმარებლებს კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა შევთავაზოთ და თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით, მათთვის სამოგზაურო ფასდაკლებებზე წვდომა ვუზრუნველყოთ. დღეიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, “TKMASTER” კოდის გამოყენებით, Mastercard-ის ბარათის მფლობელები თურქეთის ავიახაზების ვებგვერდზე ან აპლიკაციაში ბილეთის დაჯავშნისას 15%იან ფასდაკლებას მიიღებენ.”

მზად ხართ მოგზაურობისთვის? მაშინ გამოიყენეთ თქვენი Mastercard ბარათი, რათა აღმოაჩინოთ ექსკლუზიური უპირატესობებისა და ფასდაკლებების სამყარო თურქეთის ავიახაზებთან ერთად!

პარტნიორობის დეტალებისა და კონკრეტული შეთავაზებების სანახავად, ეწვიეთ: Discover the world from Georgia with discounts of 15%!

[R]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Touch Summit გაიმართება

Adidas-მა სიურრეალისტური კოლექცია წარადგინა