18
Jun
2019

MasterChef-მა რა ჰქმნა?! – შოუ ახალი სტანდარტებითა და რეკორდული მაჩვენებლებით

18 Jun 2019

მთელი ციფრული სამყარო ერთი დიდი შეჯიბრია, სადაც სულ რაღაც 3 წამი გაქვთ იმისთვის, რომ აუდიტორიის ყურადღება მიიპყროთ. წარმოიდგინეთ, თქვენი ამოცანაა ისეთი კონტენტის შექმნა, რომლითაც აურაცხელი შესაძლებლობიდან, მომხმარებელს სწორედ თქვენი მიიზიდავს.

და როგორ განისაზღვრება ამა თუ იმ პროდუქტის წარმატება ციფრულ სამყაროში? – რიცხვებით, მყისიერი უკუკავშირით – სოციალურ ქსელებში გამომწერების რაოდენობით, მათი რეაქციებითა და კომენტარებით.78 000-ზე მეტი ფეისბუკგამომწერი მხოლოდ ერთ თვეში, 71 000 ლაიქერი და ჯამში, გვერდზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 5 მილიონზე მეტი ჩართულობა – ეს სტატისტიკა ყველაზე აზარტული, საინტერესო და არაპროგნოზირებადი შოუ „მასტერშეფის“ 5 ეპიზოდის განმავლობაში დაგროვილი მონაცემებია. შოუს, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უყურებენ და რომელიც საქართველოში, 5 ეპიზოდის განმავლობაში, 10 მილიონი ნახვითა და 18 მილიონი წუთნახვით, ციფრული კონტენტის ლიდერია.

პროექტის ლიცენზია საქართველოს ბაზრისთვის Endemol Shine Group-ისგანაა ნაყიდი. შესაბამისად, გადაცემა იმ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადის ეთერში, რომელსაც კომპანია Endemol Shine Group მიჰყვება. პროექტს საქართველოში „ნოვა ფროდაქშენსი“ ახორციელებს, შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც 90-იანი წლებიდან, არაერთი მეგაშოუს ავტორია და 15 წელზე მეტია, ქართულ სატელევიზიო სივრცეში საერთაშორისო ლიცენზირებული პროექტები შემოაქვს: „ნიჭიერი“, POP Idol, „ექიმები“, X factor. მასტერშეფის სახით, „ნოვა ფროდაქშენსმა“ ქართველ მაყურებელს, სწორ დროს, სწორი პროექტი შეურჩია. ამის თქმის საფუძველს კი, ზემოჩამოთვლილი სტატისტიკური მონაცემები გვაძლევს და პლუს, მაყურებლის ქცევა – გადახვევის გარეშე, სრული ვიდეოს 1.6 მილიონიანი ნახვა და ახალი ვიდეოს სანახავად დაბრუნებული მთლიანი მაყურებლის 75%, რაც ნიშნავს, რომ „მასტერშეფს“ უკვე ერთგულ მაყურებელთა სერიოზული რაოდენობა ჰყავს.

ციფრულ წარმატებაზე არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ ჭრილშიც რომ ვისაუბროთ, ქართული ფეისბუკგვერდი, კვირის ჩართულობის მაჩვენებლით, ამერიკული მასტერშეფის 4 მილიონიან გვერდს ორჯერ უსწრებს და ამ შედარებითაც შეგვიძლია, ვთქვათ – კარგი კონტენტი უდრის მაღალ სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

„მასტერშეფის“ პრემიერა 18 მაისს, საქართველოს პირველ არხზე შედგა, რაც ნიშნავდა იმას, რომ პროექტი უნიკალური ქართველი მზარეულის აღმოჩენის ყველაზე ცხელ ფაზაში შედიოდა – ასობით მსურველიდან შერჩეული 80, შემდეგ კი, 10 პროფესიონალი თუ მოყვარული კულინარი, ამდენივე განსხვავებული ხედვა, შესაძლებლობები და გემოვნება, შეზღუდული დრო და სრულიად მოულოდნელი ამოცანები გადასაჭრელად.როგორც უკვე პროექტის მაყურებლებმა ძალიან კარგად იციან, მასტერშეფის მთელი სიუჟეტი თანამედროვედ აღჭურვილ სამზარეულოში ვითარდება. კულტურული კონტექსტების გათვალისწინებით, მონაწილეებმა ჟიურის წევრებს ისეთი შედევრი უნდა წარუდგინონ, რომელიც ერთდროულად, თვალისთვისაც მიმზიდველი იქნება, არომატიც სასიამოვნო ექნება და გემოვნური თვისებებიც დაბალანსებული.

სისწრაფე, ტექნიკა, რისკი, ექსპერიმენტები – მზარეულები სხვადასხვა ტიპის შეჯიბრში გამოიცდებიან მანამ, სანამ ჟიურის წევრები მათგან წინსაფრის ღირსეულ მფლობელს არ გამოავლენენ.

შედეგად, პირველი მასტერშეფის გამარჯვებულს, პროექტის ერთ-ერთი სპონსორის, „m2 – უძრავი ქონებისგან“ პრიზი – გარემონტებული ბინა გადაეცემა და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ტიტული – აღიარება და სტატუსი გასტრონომიის სფეროში.გადაცემა „მასტერშეფი“ ადაპტირებულია ნებისმიერი გაჯეტითვის, რაც ნიშნავს, რომ ყოველ შაბათს, ზუსტად 22:00-ზე, ქვეყნის პირველ არხზე, შეგიძლიათ მძაფრსიუჟეტიან კულინარიულ შოუს უყუროთ. კულინარიულ ბრძოლაში თანამონაწილეობა კი, დაბრკოლებების გარეშე, „მასტერშეფის“ ფეისბუკგვერდზე შეგიძლიათ მაშინ, როცა გსურთ.

პარტნიორის კონტენტი

განხილვა